საბურთალო ზენიტთან დიდი სხვაობით დამარცხდა

საბურთალო ზენიტთან დიდი სხვაობით დამარცხდა
6-02-2020, 22:27
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე საბურთალო მზადებას განაგრძობს. დედაქალაქელები ესპანეთში, ვალენსიაში გადის შეკრებას.

დღეს, 6 თებერვალს გამართულ მატჩში საბურთალოს რუსეთის პრემიერლიგის კლუბს, ზენიტს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0:4 წააგო.

იქიდან გამომდინარე, რომ გია ცეცაძემ რამდენიმე ახალწვეულს მისცა შანსი, მათ შეთამაშება აშკარად აკლდათ და პლუს ზენიტი გაცილებით მაღალი კლასის გუნდებს წარმოადგენს - ეს შედეგი ლოგიკურია.

გილები: სუტორმინი (21), ბარიოსი (38), შატოვი (60), შამკინი (62).

საბურთალო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, გაბედავა, კოხრეიძე, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე.
 
ზენიტი: 
ლუნევი, კარავაიევი, რაკიტსკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაიევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა.

    Italian Trulli
Image