ეროვნული ლიგა: დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი ბოლნისში

07 აპრილი, 2019 1 561
ეროვნული ლიგა:  დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი ბოლნისში

დღეს, 7-აპრილს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩი. ბოლნისის სიონმა შინ "თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე" ბათუმის დინამო მიიღო და 2-4 დამარცხდა.

მაყურებელმა და იქ მისულმა გულშემატკვარმა ნამდვილად ძალიან ლაღი და სასიამოვნო შეხვედრა იხილა,

მატჩის დებიუტშივე მე-12 წუთზე ვილი ისიანმა სიონი სწრაფი გოლით დააწინაურა, უნდა აღინიშნოს დათო კირკიტაძის შესანიშნავი გადაცემა მან გარე ტერფით ბურთი ოსტატურად აჭრა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში

ბათუმის დინამომ მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება მე-20 წუთზე შორეული დარტყმით გოლი ახლად დაბრუნებულმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. მას ვლადიმერ მამუჩაშვილმა უპასა.

ამის შემდეგ ბათუმელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ამან შედეგიც გამოიღო, შეხვედრის 25-ე წუთზე სიონის კარში სახიფათო სტანდარტული დაინიშნა ბურთთან გიული მანჯგალაძე მივიდა და მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში აუღებლად დაარტყა საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნახევარ ამ ანგარიშით დამთავრდა.

მეორე ტაიმი ასევე მაღალ ტემპში დაიწყო 56-ე წუთზე საჯარიმოში ნავალოვსკიმ ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი დაინშნა ჯაბა უგულავამ შანსი გამოიყენა და ანგარიში (2-2) გახადა,

მაგრამ ყველაფერი წინიყო, გუნდები გაჩერებას არ აპირებდნენ გია გეგუჩაძემ ნიკოლოზ საბანაძის ნაცვლად 74-ე წუთზე რომან ჭანტურია შემოიყვანა მინდორზე და თუ შეცვლის გამოცნობაზეა საუბარი პირველ რიგში ალბათ ყოველთვის გია გეგუჩაძე გაგვახსენდება გამოსვლიდან სამ წუთში ჭანტურიამ თავისი გუნდი ჯერ დააწინაურა, 84-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

ბათუმის დინამოს ჩატარებული შვიდი თამაშის შემდეგ 13-ი ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება ბოლნისის სიონს, ის 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ნიკა კვირიკეიშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები

სტუმარი ogafa

7 აპრილი 2019, 19:34
Нравится 0
ყოჩაღ კიჭი  ერთ ერთი საუკეთესო იყავი 
კოდის განახლება