სულშერი შინ ისევ დამარცხდა, ბარსელონა ლიგაზე კვლავ არ აგებს ( ვიდეო )

10 აპრილი, 2019 0 135
სულშერი შინ ისევ დამარცხდა, ბარსელონა ლიგაზე კვლავ არ აგებს ( ვიდეო )


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ.

გუნდების ისტორიას თუ გადავხედავთ სულ 8-ჯერ არიან ერთმანეთს შენახვედრი ამ შეხვედრებიდან სამი ბარსელონას აქვს მოგებული,სამიც მანჩესტერ იუნაიტედს ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მატჩის დასაწყისში მე-12 წუთზე ლუის სუარესის დარტყმის შემდეგ ლუკ შოუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და კატალონილებს სასურველი ანგარიში დაუფიქრსირა. პირველ ნახევარში იუნაიტედს საკუთარი კარის გარდა არსად არ დაურტყავთ და ასეც დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.
მეორე ტაიმში ბარსელონამ აქტიურობას უკლო და ძირითადად ბურთის დაჭერაზე გახდა ორიენტირებული,რაც უნდა აღინიშნოს კარგად გამოუვიდათ მთელი მატჩის განმავლობაში და მანჩესტერელთა პრესინგის მიუხედავად მათ კარს საფრთხე არ დამუქრებია და საგოლე მომენტი არ შექმნილა მათ კართან. ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი და შოუს ავტოგოლი ერთდერთი ნათელი წერტილი ამ მატჩში გახლდათ.

ამ გამარჯვებით ბარსელონამ მინიმალური, მაგრამ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 16 აპრილს 23:00 საათზე კამპ ნოუზე გაიმართება.

უნდა აღინიშნოს, რომ მესის ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 22 გოლი აქვს გატანილი,რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მესის სახე სმოლინგთან შეჯახების შემდეგ

სულშერი შინ ისევ დამარცხდა, ბარსელონა ლიგაზე კვლავ არ აგებს ( ვიდეო )


იხილეთ მატჩის საუკეთესო მომენტები და გოლი:

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: თორნიკე სამხარაძე

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება