(ვიდეო) ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი

13 აპრილი, 2019 0 143
(ვიდეო) ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი
13 აპრილს ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება შედგა.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშამ აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძე მესამე ცდაზე არც კი მისულა.
ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა. ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე დასჯერდა, რომელმაც 206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება