დაძაბული ფლეიოფი აიას არენაზე

14 აპრილი, 2019 0 291
დაძაბული ფლეიოფი აიას არენაზე
ფლეიოპში ერთმანეთს სარაგბო კლუბები აია და აარმაზი დაუპირისპირდა.ქუთაისში აიას არენაზე შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ვნახეთ ორი განსხვავებული ტაიმი პირველ ტაიმში არმაზო ლიდერობდა.შეხვედრის მე-13 წუთზე აია ნიკა წიკლაურმა დაალელოვა გარდასახვა კი რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა და ანგარიში 0:7 გახლდა.
აია მე-15 წუთზე დაჯარიმდა არმაზმა კი კარებში დაარტყა რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი ჯარიმის მერე ანგარიში 0:10 გახლდა.შეხვედრის 29-ე წუთზე არმაზმა საჯარიმო ლელო გაიტანა და ანგარიში 0:17 გახდა.
აია 34-ე წუთზე დაჯარიმდა არმაზმა კი კარებში დაარტყა რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი ჯარიმის მერე ანგარიში 0:20 გახლდა.
შეხვედრის მე-35 წუთზე აია კობა ჯიმშელეიშვილმა დაალელოვა გარდასახვა კი რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა და ანგარიში 0:27 გახლდა.
პირველი ტაიმის მიწურულს აიამ დავით კვირიკაშვილის წყალობით ლელო დადო და ანგარიში 5:27 გახადა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ქუთაისელებმა ბურთი დაიჭირა და თამაში მათ სასარგებლოდ დაიწყო.44-ე წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა და მანვე გარდასახა და ანგარიში 12:27 გახდა.
62-ე წუთზე შოთა არეშიძემ ლელო გაიტანა გარდასახვა კი გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა და ანგარიში შეხვედრაში 19:27 გახადა.
73-ე წუტზე მირიან მოდებაძემ ხაზი გაჭრა და ლელოც დადო გარდასახვა კი გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 26:27.
ქუთაისელები მათსავე ნახევარზე დაჯარიმდნენ და არმაზმა სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტად დარტყმული ჯარიმის შემდეგ
ანგარიში 75 წუთზე 26:30 გახდა.ბოლო წუთებზე ქუთაისის აიამ აქტიურად შეუტია და მეტოქის ნახევარზე აუტის მოწოდების უფლება მოიპოვა რაც ზუსტად ვერ შეასრულეს.
საბოლოდ კი დაჯარიმდნენ არმაზმა მშვიდათ გადაიტანა ბურთი მოედნის მიღმა და შხვედრაც დასრულდა ანგარიშით 26:30 არმაზის გამარჯვებით.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება