ლობჟანიძის პასი და პარუნაშვილის გამარჯვება დანიაში

14 აპრილი, 2019 0 73
ლობჟანიძის პასი და პარუნაშვილის გამარჯვება დანიაში


14 აპრილს, დანიის სუპერლიგის 29-ე ტურში ეისბერგმა, სადაც ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, ლაშა პარუნაშვილი გამოდის, ნორდსელანდს ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ლაშა პარუნაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ზონაში, მე-3 ადგილოსან ოდენსესთან 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა და ევროთასებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ლობჟანიძის პასი და პარუნაშვილის გამარჯვება დანიაში


მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძის რანდერსმა, რომელმაც სტუმრად ჰობრო 2:1 დაამარცხა, ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რანდერსმა გამარჯვება მატჩის 94-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც საბა ლობჟანიძის პასით ანდრე რომერმა გაიტანა.

რანდერსი დანიის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის მეორე 4-გუნდიან ჯგუფში გამოდის, სადაც 41 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან გუნდს 4 ქულით უსწრებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება