(ვიდეო) ქართველები და გაზაევი წარმატებულად ასპარეზობენ

14 აპრილი, 2019 0 300
(ვიდეო) ქართველები და გაზაევი წარმატებულად ასპარეზობენ

საფეხბურთო კლუბ რუსთავიდან დათხოვნილი ვლადიმირ გაზაევის ტობოლი, რომელშიც ორი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს (კანკავა, კვეკვესკირი) ყაზახეთის პრემიერ ლიგაში 100% შედეგით მიდის. მათ ხუთი შეხვედრიდან ხუთივეს მოგება შეძლეს. გაიტანეს 15 გოლი საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 მიიღეს. ეს საუკეთესო შედეგია ყაზახეთის ჩემპიონატში.

უკანასკნელ შეხვედრაში ტობოლმა ოკჟეპტესი 1-2 დაამარცხა სტუმართა შემადგენლობიდან პირველი გოლის ავტორი კი ნიკა კვეკვესკირი გახდა,ის მოედნიდან 87-ე წუთზე გავიდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კი სრული მატჩი ჩაატარა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში პირველ ადგილს 16 ქულით ასტანა იკავებს რადგან ტობოლს მასზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული ამიტომ ისინი მეორეზე არიან 15 ქულით.

ტობოლი შემდეგ შეხვედრას 20 - აპრილს ჟეტსიუს წინააღმდეგ ჩაატარებს/



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ნიკა კვირიკეიშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება