საქართველომ გერმანიას გადაუარა

15 აპრილი, 2019 0 63
საქართველომ     გერმანიას   გადაუარა
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, 2019 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანია 46:0 დაამარცხეს და ტიტულის დაცვას განაგრძობენ.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია.

მეოთხედფინალში გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაწიეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მღელვარების ფონზე შეცდომები მრავლად დაუშვეს, თუმცა საკუთარი ლელო და კარი ხელუხლებელი მაინც შეინახეს, მეტოქეს კი 7 ლელო გაუტანეს.

დებიუტში ანგარიში გივი ცინცაძემ ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე გიორგი ქობალიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ტაიმის ბოლოს ორი ლელო გავიდა. 30-ე წუთზე დათო ნინიაშვილმა დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და 5-მეტრიან წყვეტილს უწია, იქიდან გასული ბურთი კი ლელოდ ქობალიამ აქცია. ზედ შესვენების წინ ხაზი ზაურ ლუტიძემ გაჭრა და ლელო ნინიაშვილმა გაიტანა, ხოლო ცინცაძემ ორივე გარდასახა - 20:0.

ცინცაძემ მეორე ტაიმის მე-6 წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ამჟამად ლელოც გაიტანა და თავადვე გარდასახა. მერე ნუგზარ სომხიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც ჯერ მოლი დაასრულა ლელოთი, მერე ტატო გვიმრაძეს შეტევას მიყვა დროულად. მატჩის მიწურულს ლუკა ხეხელაშვილმა სწრაფი შეტევა ლელოდ აქცია, დაჩი პაპუნაშვილმა ბოლო ორი გარდასახვა გაიტანა და მატჩი 46:0 დასრულდა.

ნახევარფინალები. 17 აპრილი გაიმართება სადაც ერთმანეთს
ესპანეთი - პორტუგალია
საქართველო - რუსეთი
დაუპირისპირდება.

მომზადებულია rugby.ge მიერ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება