ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური ნაკრები BlogSport.ge-ს ვერსიით

15 აპრილი, 2019 0 308
ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური ნაკრები BlogSport.ge-ს ვერსიით

გასულ უქმეებზე დასრულდა ეროვნული ლიგის VIII ტური, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გთავაზობთ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებს ჩვენი საიტის მიხედვით (3-2-2-3):

მეკარე: ხოსე პერალესი (თბ.დინამო) - გასულ ტურში დინამოს ესპანელი კიპერი ძალიან დამაჯერებელი იყო. დილასთან მატჩში მან უშეცდომოდ ითამაშა და კითხვის ნიშნის გარეშე დასახელდა განვლილი ტურის საუკეთესო მეკარედ.

მცველები: ლევან გეგეჭკორი (ტორპედო) - ქუთაისელთა მარჯვენა მცველი ვიტ ჯორჯიასთან მატჩში ძალიან აქტიური იყო, რაც გასაკვირი სულაც არ არის. გეგეჭკორმა პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მან ბუდუ ზივზივაძეს საგოლედ უპასა.

მონხილი (თბ.დინამო) - დედაქალაქელთა კიდევ ერთი ლეგიონერი ამ ფორმაციის დინამოში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ის დაცვის ბურჯია და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. დილასთან მოგებულ მატჩში (1-0) მონხილი ძალიან საიმედოდ იცავდა ცენტრალურ ზონას.

ოლეგ მამასახლისი (ჩიხურა) - უჯვე მეორე ტურია იმერეთს ცენტრალური ნახევარმცველი დაცვის ცენტრში მოქმედებს და უნდა ითქვას რომ საკმაოდ კარგადაც. საბურთალოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც ჩიხურამ 3 ქულა მოიპოვა, მამასახლისი კვლავაც დაცვის ცენტრში თამაშობდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ბესო დეკანოიძე (ჩიხურა) - საბურთალოსთან გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის დეკანოიძეს. ის მთელი იმ დროის მანძილზე რაც მინდორზე იყო ძალიან აქტიური იყო. დეკანოიძე აქტიურობდა შეტევაში და ნაყოფიერად მუშაობდა დაცვაში, პლუს ამას ისიც ემატება რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა საბურთალოს კარში.

ცენტრალური ნახევარმცველები: გიორგი პაპავა (თბ.დიბამო) - დინამოში დაბრუნებული პაპავა უმალვე იქცა გუნდის ერთ-ერთი წამყვან ფეხბურთელად. მას ჩისკოს გუნდში უდიდესი ფუნქცია აკისრია. სწორედ პაპავა აკავშირებს ერთმანეთს დაცვას და შეტევას და უნდა ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით გიორგის ეს ყველაფერი კარგად გამოსდის.

გიული მანჯგალაძე (ბთ.დინამო) (2) - ზედიზედ მეორე ტურია მანჯგალაძე ღირსეულად ხვდება ჩვენს ფავორიტებში. რუსთავთან მატჩში ის ჩვეულებისამებრ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი იყო.

მარცხენა ნახევარმცველი: ფრან კარბია (დინამო თბ) - ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი რომ ამ პოზიციაზე თბილისის დინამოს ესპანელი ნახევარმცველი ფრან კარბია ავარჩიეთ. კარბიამ დილას კარში ლამაზი დარტყმით თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა და მეტიც, ის მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ პრობლემებს უქმნიდა დილას მცველებს.

თავდამსხმელები: ბიძინა მახარობლიძე (ჩიხურა) - მახარობლიძე ჩიხურას რიგებში აშკარად გამოსარჩევი ფიგურაა. ის გუნდის ბომბარდირია და ჩემპიონატში ერთ-ერთი გამოსარჩევი ფეხბურთელია. საბურთალოსთან მატჩში მან პირველივე ტაიმში შეძლო დუბლის შესრულება და ღირსეულად გახდა ტურის ერთ-ერთი აღმოჩენა.

ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) - რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ ბუდუმ შეძლო გოლის გატანა და ეს ვიტ ჯორჯიასთან მატჩში მოხდა. მართლაც, ზივზივაძე ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და იმედი ვიქონიოთ რომ ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი მალე შევა სასურველ ფორმაში.

ჯაბა უგულავა (სიონი) - ძალიან იშვიათი შემთხვევაა როცა ეროვნული ლიგის თავდამსხმელებმა სეზონი ძალიან ნაყოფიერად დაიწყეს. უგულავა ჩემპიონატის ბომბარდირია, მან განვლილ მატჩშიც შეძლო თავის გამოჩენა. საინტერესოა რამდენად შეძლებს ჯაბა მოიპოვოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე (ჩიხურა) - ფრუიძის დამოძღვრილმა გუნდმა დამსახურებულად დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი. გამოცდილმა ფრუიძემ მასზრ გაცილებით ახალგაზრდა ვიზავის აშკარად მოუგო სამწვრთნელო დუელი და ტურის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.

BlogSport-ი ბოდიშს გიხდით (ამ ეტაპზე) სიმბოლური ნაკრების გრაფიკული გამოსახულების არ ქონის გამო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: გუკა მელქაძე

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება