კოტ-დ’ივუარელ ფეხბურთელზე ევროპული გრანდები აღფრთოვანებას ვერ მალავენ

16 აპრილი, 2019 0 81
კოტ-დ’ივუარელ ფეხბურთელზე ევროპული გრანდები აღფრთოვანებას ვერ მალავენ



მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 23 წლის კოტ-დ’ივუარელი თავდამსხმელის ნიკოლას პეპეს მიმართ
ყველა ევროპული გრანდი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ისეთიი გუნდები როგორებიც არიან მიუნხენის ბაიერნი, ლონდონის არსენალი, დორტმუნიდის ბორუსია, კატალონიის ბარსელონა, მილანის ინტერი და მადრიდის რეალი.

თითქმის გადაწყვეტილია რომ ის ზაფხულში ლილს დატოვებს, ამას ლილის პრეზიდენტის ჟერარ ლოპესის განცხადებაც ცხადყოფს რომელმაც მედიასთან ინტერვიუში განაცხადა:

“ზაფხულში ლიდერების შენარჩუნება გაგვჭირდება და დიდი ალბათობით ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლას პეპე დაგვტოვებს”.



პეპემ კარიერა პოლიტიერსში დაიწყო რომელიც საფრანგეთის რანგით მე-5 ლიგაში გამოდიოდა, მის შემადგენლობაში მან 9 მატჩი ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა,

ამის შემდეგ იყო ანჟერის ბ გუნდი რომელშიც ორი სეზონი გაატარა სულ 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რომელშიც 9 გოლი გაიტანა,

მან გუნდის ხელძღავანელებს თავი მალევე მოაწონა და მალე პირველ გუნდშიც დაწინაურდა რომელიც იმ დროისთვის რანგით მეორე ლიგაში გამოდიოდა მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, ნიკოლასმა მხოლოდ 179-ი წუთი გაატარა მოედანზე, რის შემდეგაც ის ერთი საფეხურით დაბალ ლიგაში პრაქტიკის მისაღებად ორლენსში გაანათხოვრეს, ის უკვე გუნდის წამყვან მოთამაშედ იქცა და თითქმის ყველა შეხვედრას სასტარტოდან იწყებდა ჩაატარა 29 მატჩი და გაიტანა 7 გოლი.

სეზონის დასრულების შემდეგ როდესაც განათხოვრების დრო ამოიწურა პეპე უკვე ანჟერის მთავარ გუნდში დაბრუნდა რომელოც უკვე ლიგა 1- ში გამოდიოდა

20 წლის ნიკოლასი ანჟერის შეუცვლელი წევრი გახდა 2016/17 წლის სეზონში მან ანჟერის მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი ჩაიწერა თავის აქტივში, მისი ტექნიკა და ბურთთან სიახლოვე რათქმაუნდა არ გამორჩენიათ სკაუტებს და საკმაოდ კარგ ფასად 10 მილიონ ევროდ ლილიმ ის ანჟერიდან შეიძინა.

პირვრლ სეზონში ლილის მაისურით 13- ჯერ შეძლო გატანა ამ სეზონში კი ნიკოლასი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს 19 გოლოთ და მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩება რომელსაც 27 გოლი აქვს გატანილი.

საგოლე გადაცემების მხრივ კი ის პირველ ადგილს 11 შედეგიანი გადაცემით ნიმის ფეხბურთელთან ტეი სავანიესთან იყოფს.

ლილი ამ სეზონში ბევრისთვის გასაკვირად ძალიან კარგად ასპარეზობს პეპეს გუნდი მეორე აგდილზე იმყოფება 64 ქულით და შემდეგი სეზონიდან შესაძლოა ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ ბოლო ტურში მათ პსჟ ანგარიშით 5-1 გაანადგურეს ნიკოლასი ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა მან გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.


ნიკოლას პეპეს საუკეთესო მომენტები ლილის შემადგენლობაში

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ნიკა კვირიკეიშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება