(ვიდეო) პატარა დინამოელების გასაოცარი მატჩი, განადგურებული ფეინოორდი და ფინალი

20 აპრილი, 2019 0 412
(ვიდეო) პატარა დინამოელების გასაოცარი მატჩი, განადგურებული ფეინოორდი და ფინალი

20 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ნახევარფინალში რომელშიც 15-წლამდელი ფეხბუღტელები მონაწილეობენ თბილისის დინამომ ფეინოორდს ფაქტობრივად გადაუარა.

მატჩის პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გეგიაძემ თავური დარტყმით მეტოქის ბადეში მოაქცია. 29-ე წუთზე აბუაშვილი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და შორეული გასროლით შეძლო გოლის გატანა. მეტოქემ ერთი გოლის გაქვითვა 39-ე წუტზე მოახერხა. პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით, 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 49-ე წუტზე მეტოქის საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმა შესანიშნავ გოლად აქცია გაგნიძემ. რიგით მე-4 გოლი 10-წუთში გავიდა, 59-ე წუთზე იობაშვილმა საჯარიმოში მოღებული პასი გოლად აქცია. მატჩის საბოლოო შედეგი დინამოელთა შესანიშნავი გათამაშების შემდეგ კობახიძემ 69-ე წუთზე დააფიქსირა. დინამო თბილისმა ფეინოორდი 5:1 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ დინამომ ჰოლანდიური გუნდის დამარცხებამდე ციურიხი, (3:0) ვულვერჰემპტონი (4:0) და ემპოლი (1:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპი დინამომ გოლ გაუშვებლად გადალახა.

ტურნირის მეორე ფინალისტი იტალიური ემპილია, რომელმაც სფფ-ს აკადემია პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1:1) 3:5 დაამარცხა.

ამგვარად, ფინალში თბილისის დინამო და იტალიური ემპოლი ითამაშებენ, მესამე-მეოთხე ადგილისთვის ფეიენოორდისა და სფფ-ს აკადემიის მატჩი დინამოს აკადემიის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო დინამო-ემპოლის ფინალი 17:00 საათზე "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება