დიდი 10 : დრამატული შეხვედრა ავჭალის მოედანზე

21 აპრილი, 2019 0 91
დიდი 10 : დრამატული შეხვედრა ავჭალის მოედანზე
დღეს 21 აპრილს ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა დიდი ათის ფლეიოპის მეორე ტურის გასავარდნი ფინალი.სადაც ერთმანეთს ლოკომოტივი და არმაზი დაუპირისპირდა.
შეხვედრა ლოკომოტივის უპირატესობით დაიწყო მატჩის სტარტზე ლოკომოტივმა სახიფათო შეუტია.მაგრამ ქულები ვერ წამოიღო მეტოქის 5 მეტრიანიდან.

ლოკომოტივმა სახიფათოდ შეუტია საჯარიმოს დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეიტანა რასაც საბოლოოდ გიგა არაბულის ლელო მოჰყვა. ანგარიში 21 წუთზე 5:0 გახდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

მატჩის 25 წუთზე არმაზმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა რაც ზუსტად შეასრულა რეზი ჯინჭელაშვილმა და ანგარიში 5:3 გახდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

5 მეტრიანი შერკინების შემდეგ ლოკომოტივმა კარგად გაათამაშა ბურთი და საბოლოოდ ლელო იოანე ხელაიამ გაიტანა და ანგარიშში 10:3 დააწინაურა ლოკომოტივი.

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე არმაზმა საჯარიმოს დარტყმის შემდეგ ანგარიში რეზი ჯინჭველაშვილის დარტყმის შემდეგ 10:6 გახდა.პირველი ნახევარიც ამავე ანგარიშით დასრულდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

მეორე ნახევრის 45 წუთზე ლოკომოტივმა სახიფათოთ შეუტია არმაზის ჩათვლის მოედანს საბოლოოდ არმაზი დაჯარიმდა.ბექა წიკლაურის დარტყმის შემდეგ ანგარიში 13:6 გახდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

არმაზმა 56 წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა რომელიც რეზი ჯინჭელაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 13:9 გახდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

შეხვედრის 66 წუთზე არმაზმა სახიფათოთ გაჭრა ხაზი რასაც გიორგი კვესელაძის ლელო მოჰყვა და ანგარიშში პირველად არმაზი გავიდა წინ 13:14 არმაზის სასარგებლოთ.

შეხვედრის 71 წუთზე ლოკომოტივმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტია და ლელო ბექა წიკლაურმა გაიტანა გარდასახვა მანვე შეასრულა და ანგარიში 20:14 გახდა ლოკომოტივის სასარგებლოთ.

75 წუთზე არმაზმა ისევ კარგად შეუტია და ლელოც დადვა ნიკა გიგაურმა გარდასახვა კი რეზი ჯინჭელაშვილმა შეასრულა და ანგარიში 20:21 გახდა არმაზის სასარგებლოდ.

საბოლოოდ კი დრამატული შეხვედრა არმაზის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 20:21скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება