ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები BlogSport.ge-ს ვერსიით

22 აპრილი, 2019 0 605
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები BlogSport.ge-ს ვერსიით

BlogSport.ge გთავაზობთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის IX ტურის საუკეთესო ფეხბურთელებისაგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს.

ლუკა გუგეშაშვილი (დილა) - გორში აუტსაიდერები შეხვდნენ ერთმანეთს და ეს ფაქტიურად 6 ქულისთვის მატჩი იყო. გორელთა ამ გამარჯვებაში ლუკა გუგეშაშვილის წვლილი ძალიან დიდია მან მატჩის 65-ე წუთზე ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.

გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო) - ჩაბრაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატში. ხშირად ერთვებოდა შეტევებში და მის ანგარიშზე გოლიც არის მე-7 წუთზე.

ოლეგ მამასახლისი (ციხურა) - მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესო თუ არა იყო მამასახლისი. მან, ტორპედოს თითქმის ყველა შეტევის განეიტრალება შეძლო.

ზურაბ სეხნიაშვილი ( ვიტ ჯორჯია) - ეროვნული ლიგის ამ მატჩში სეხნიაშვილმა პირველად ითამაშა თუმცა მისი გოლი 53-ე წუთზე ერთარდეთი და გადამწყვეტი იყო დინამოსთან მატჩში.

მათე ცინცაძე (ტორპედო) - მიუხედავად იმისა, რომ ქუტაისელებმა მესხზე ისე ვერ ითამშეს როგორც არის ხოლმე, თუმცა ტორპედოს ცენტრში მათე ცინცაძე დომინირებდა. თუ ტორპედო შეტევას იწყებდა ეს ცინცაძის დამსახურებაა.

გიორგი დიასამიძე (საბურთალო) - სიონთან შეხვედრაში თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული მოთამაშე იყო, ის ბურთს მთელ მოედანზე ანაწილებდა, შეხვედრის 78-ე წუთზე მან თავი გოლითაც გამოიჩინა. ეს მისი მე-4 გოლი გამოდგა ეროვნული ლიგის პირველ წრეში.

ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბთ) - ბრაზილიელი ლეგიონერი კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატრებს საქართველოში. ბოლო ტურში, ლოკომოტივთან მატჩში ის მთავარი შემოქმედი იყო. მან პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა რიტაც ანგარიში გაათანაბრა ხოლო გადამწყვეტი გოლი რითაც მატჩის ბედი გადაყდა 92-ე წუთზე გაიტანა.

თემურ ჩოგაძე (რუსთავი) - უკვე მერამდენე მატჩია ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი შორეული დარტყმით ულამაზეს გოლებს იტანს. არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. რუსთავიდან ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა 64-ე წუთზე.

ვილი ისიანი (სიონი) - ისიანი აქტიური ფეხბურთელი იყო სიონიდან. მან არა ერთხელ შეაწუხა მეტოქე, რასაც გოლი მოჰყვა მე-60 წუთზე.

ალვინ ფორტესი (დილა) - ეროვნული ლიგის კიდევ ერთი გამორჩეული ლეგიონერი. დილას მოგებაში დიდი წვლილი ფორტეს მიუძღვის. მის ანგარიშზე რუსთავთან მატჩში გოლი 75-ე წუთზე და საგოლე გადაცემაა.

გურამ გოშთელიანი (დილა) - ჩვენს სიმბოლურში კიდევ ერთი გორელია. ეს სვანი ფეხბურთელი მას შემდეგ რაც დილაში გადაბარგდა თამაშს მოუმატა. ფორტესის მსგავსად, მის ანგარიშზე გოლი 33-ე წუთზე და საგოლე გადაცემაა.

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო) - ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამოცდილი სპეციალისტი უკვე მეორე სეზონია შესანშნავად უძღვება გუნდს. ჩემპიონი კლუბი, მისი მეთაურობით პირველობას არ თმობს.


ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები BlogSport.ge-ს ვერსიით
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება