მაღალი ტემპი, 6 გოლი, დამაყრუებელი ხმაური - ის რაც ფეხბურთს სჭირდება

24 აპრილი, 2019 0 2 111
მაღალი ტემპი, 6 გოლი, დამაყრუებელი ხმაური  - ის რაც ფეხბურთს სჭირდება
დღეს, 24 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის X ტურში, ბათუმის დინამომ საკუთარ მოედანზე პირველ ადგილოსან საბურთალოს უმასპინძლა. თამაში ძალიან საინტერესოდ დაიწყო, მატჩის მე-7 წუთზე გიორგი დიასამიძემ ზუსტი დარტყმით საბურთალო დააწინაურა (0:1). მატჩის მე-18 წუთზე გიორგი დიასამიძემ ზუსტი პასი შეასრულა რასაც ოგნიენ როლოვიჩის გოლი მოჰყვა და კომფორტული სხაობითდააწინაურა საკუთარი გუნდი (0:2).

ბათუმელებმა გაშვებული გოლების შემდეგ ტემპს მოუმატეს, რასაც 21-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის შორეული გასროლა და გოლი მოჰყვა. სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა (1:2).
4 წუთში, ვლადიმერ მანუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმით მე-2 გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. 25-ე წუთისთვის ანგარიში (2:2) გახდა. მატჩის 36-ე წუთზე ომარ მიგინეიშვილის შეცდომას თერთმეტ მეტრიანი მოჰყვა. გოლის გატანის შანსი ბათუმელთა ბრაზილიელ ლეგიონერს, ჯოვინო ფლამარინოს ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. 41-ე წუთზე ბათუმელები ანგარიშში დაწინაურდნენ ნიკოლოზ საბანაძის გოლის წყალობით. ანგარიში 3:2 გახდა ბათუმელები სასარგებლოთ.
შეხვედრის მეორე ნახევარში საბურთალოს უპირატესობით დაიწყო.
მატჩის 59-ე წუთზე საბურთალოს შეცდომას სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა გოლი. კი გაბრიელ რამოსმა მიითვალა ანგარიში კი (4:2) გახდა საბურთალოს სასარგებლოთ.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს ბათუმელები 22 ქულით პირველ ადგილას იმყოფებიან.
საბურთალო 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილას იმყოფება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება