ეროვნული ლიგა | გორელების პირველი მოპოვებული გამარჯვება სტუმრად

25 აპრილი, 2019 0 92
ეროვნული ლიგა | გორელების პირველი მოპოვებული გამარჯვება სტუმრად



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის X ტურის ბოლო შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ ,,მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე” გორის დილა მიიღო და ანგარიშით 0-1 დამარცხდა.


გორელებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს 88-ე წუთზე გაიტანეს, გოლი თავის აქტივში ჯეიკობ ნჯოკუმ ჩაიწერა რომლისთვისაც ეს გოლი მიმდინარე სეზონში პირველი გამოდგა.

ამ გამარჯვების წყალობით გორელებმა თავი დააღწიეს გასავარდნ ზონას და 11 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ.

რაც შეეხებათ ვეტერინარებს გატანილი და გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ისინი ერთი ადგილით ქვევით არიან და მე-8 ადგილს იკავებენ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ნიკა კვირიკეიშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება