მბაპე მესისა და რონალდუს დამაჯერებლად უსწრებს

27 აპრილი, 2019 0 340
მბაპე მესისა და რონალდუს დამაჯერებლად უსწრებს

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი კილიან მბაპე ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს უსწრებს. მას, ასაკის შესაფერისად საუკეთესო შედეგი აქვს.

როგორც CalcioMercato-მ დათვალა, 21 წლის ასაკამდე, მესის კლუბსა და ნაკრებში 50 გოლი ჰქონდა, რონალდუს ანალოგიური მაჩვენებელი კი 35 გოლს უდრიდა.

კილიან მბაპეს 21 წელი დეკემბერში შეუსრულდება, მაგრამ ის უკვე დიდი მანძილით უსწრებს ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელებს. ამ მომენტისთვის, კილიანს საკლუბო და სანაკრებო დონეზე 94 გოლი დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე ოქროს ბუცისთვის იბრძვის. მას მხოლოდ ლიონელ მესი, 3 გოლით უსწრებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება