ნეიმარი: როცა გამოცდილი ფეხბურთელი ლაპარაკობს, ისინი ენას უბრუნებენ

29 აპრილი, 2019 0 293
ნეიმარი: როცა გამოცდილი ფეხბურთელი ლაპარაკობს, ისინი ენას უბრუნებენ

საფრანგეთის თასის ფინალში რენთან დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნეიმარმა განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტად უნდა უსმინონ ასაკით უფროს ფეხბურთელებს.

ფინალურ მატჩში პირველი გოლი დანი ალვეშმა გაიტანა, ნეიმარმა კი ანგარიში ორამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, "ბრეტონელებმა" დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში 6-5 გაიმარჯვეს.

„გასახდელში უფრო მამაკაცებივით უნდა მოვიქცეთ და უფრო მეტად გავერთიანდეთ, როგორც გუნდი. ვუყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მგონია, რომ ზოგიერთი მათგანს ენა უფრო უჭრის ვიდრე ყური. პირიქით უნდა იყოს. ზოგჯერ, როცა უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ლაპარაკობს, ისინი ენას უბრუნებენ. მწვრთნელი საუბრობს და აწყვეტინებენ. ასე გუნდი შორს ვერ წავა“, – ამბობს ნეიმარი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება