ბარსელონა - ლივერპული | ყველაფერი,რაც მატჩზე უნდა იცოდეთ!

01 მაი, 2019 0 171
ბარსელონა - ლივერპული | ყველაფერი,რაც მატჩზე უნდა იცოდეთ!

დღეს,თბილისის დროით 23 საათზე,კატალონისს ბარსელონა ლივერპულს უმასპინძლებს.
კატალონიელები დღვანდელ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდებიან,თუ არ ჩავთვლით რაფიანიას,რომელიც მთელი სეზონით გამოაკლდა გუნდს.ლივერპულის მხრიდან კი საეჭვოა ლალანასა და რობერტო ფირმინოს თამაში.მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ბარსელონამ 4 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ ერთი გაუშვა.ლივერპულის ანგარიშზე კი 9 გატანილი გოლი და 2 გაშვებული გოლია.ლივერპულის შემტევ ტრიოს ჯამში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.მესის ანგარიშზე კი 10 გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.კატალონიელთა მხრიდან მეორე ადგილზე კი ფილიპ კოუტინიოა,რომელმაც 3 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

საინტერესო სტატისტიკა:
● ბარსელონა ნოუ კამპზე 31 მატჩია დაუმარცხებელია, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია, მათ მხოლოდ 15 გოლი აქვთ გაშვებული ამ დროის მანძილზე და ერთ მატჩში ერთზე მეტი არ გაუშვათ.
● ბარსელონას 27 მატჩი აქვს მოგებული ინგლისურ გუნდებთან, რაც ყველაზე მეტია ერთი კლუბისთვის სხვა ქვეყნის კლუბების წინააღმდეგ.
● მესის 24 გოლი აქვს ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 32 მატჩში, მაგრამ ლივერპულის წინააღმდეგ ორ მატჩში არც ერთი გოლი არ გაუტანია.
● ბარსელონას შემდეგი გოლი ლიგაზე იქნება კლუბისთვის მე-500
● ლივერპული ერთადერთი ინგლისური გუნდია ვინც ევროპულ ტურნირზე ბარსელონას გასვლაზე მოუგო. 1975-76-ში უეფას თასზე (0-1) და 2006-07-ში 1-2 ჩემპიონთა ლიგაზე.
● ლივერპულს ბოლო ოთხი გასვლითი მატჩია არ წაუგია ბარსელონასთან (2 მოგება; 2 ფრე) ყველა ტურნირზე, რაც საუკეთესო გასვლითი შედეგია ევროპულ გუნდებთან. (პორტოსთან ერთად ასევე 4 მატჩი)
● ლივერპულისთვის ეს მეთერთმეტე ნახევარფინალია ევროპულ ტურნირზე, მათ მხოლოდ ორჯერ ვერ მოახერხეს ფინალში გასვლა. 1964-65-ში ინტერთან და 2007-08-ში ჩელსისთან.
● მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს ევრო ტურნირებზე მეტი გოლი (21) ვიდრე ამჟამინდელ ლივერპულის შემტევ ტრიოს. სალაჰი, მანე, ფირმინო (14 სამივეს)скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: გიორგი მიქავა

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება