დიდი 10| დაძაბული ნახევარ ფინალი რუსთავში

05 მაი, 2019 0 101
დიდი 10| დაძაბული ნახევარ ფინალი რუსთავში
დღეს რუსთავის რაგბი არენაზე გაიმართა დიდი 10 ნახევარ ფინალი სადაც ერთმანეთს რუსთავის ხარები და მარნეულის არმაზი დაუპირისპირდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
შეხვედრის მე-7 წუთზე ნიკოლოზ გიგაურმა რუსთაველები დაალელოვა გარდასახვა კი
რეზი ჯინჭეველაშვილმა შეასრულა და ანგარიში (0:7) გახადა არმაზის სასარგებლოთ.

პირველი ნახევრის მიწურულს 35-ე წუთზე რუსთავის ხარებმა წონასწორობა აღადგინა ლელო ლაშა გოგიაშვილმა გაიტანა გარდასახვა კი კობა ბუჯიაშვილმა შეასრულა და ანგარიში (7:7) გახდა.

მატჩის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე არმაზელები დაჯარიმდნენ რითაც კობა ბუჯიაშვილმა ისარგებლა და ანგარიშში წინ გაიყვანა რუსთავის ხარები (10:7)

შეხვედრის მეორე ნახევარში რუსთაველებმა უპირატესობა გაზარდეს.მათჩის 49-ე წუთზე არმაზელები გურამ ქანდაურიშვილმა დაალელოვა გარდასახვა კი კობა ბუჯიაშვილმა შეასრულა და ანგარიში (17:7) გახადა რუსთაველები სასარგებლოთ.

მატჩის 56-ე წუთზე გურამ ქანდაურიშვილმა მე-2 ლელო დადო და ანგარიშში კიდევ გაზარდა სხვაობა (22:7).

არმაზელები თამაშის მიწურულს გამოფხიზლდნენ 4 წუთიანი ინტერვალში 2 ზუსტად შესრულებული ლელო გაიტანეს რუსთავის ხარები.
ჯერ 69-ე წუთზე ლელო კობა ჯიმშელეიშვილმა გაიტანა გარდასახვა კი რეზი ჯინჭველაშვილმა შეასრულა და ანგარიში (22:14) გახადა.

მატჩის 73-ე წუთზე ლელო რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა გარდასახვა მანვე შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა (22:21).
შეხვედრის 80+1 წუთზე საბოლოო ანგარიში გიგა ქვლივიძემ დაპიქსირა (27:21) რუსთავის ხარების სასარგებლოთ.

ამ შეხვედრის შემდეგ რუსთაველებმა ფინალში გადაინაცვლეს სადაც ისინი ბათუმელებს დაუპირისპირდებიან ხოლო მარნეულის არმაზმა საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება