14 ვარსკვლავი,რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება!

07 მაი, 2019 0 241
14 ვარსკვლავი,რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება!

მიმდინარე სეზონის ბოლოს ევროპული ფეხბურთის 14 ვარსკვლავს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
1.ფრენკ რიბერი-უკვე დადასტურდა,რომ 36 წლის ფრანგი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს და სხვა კლუბში გადაბარგდება.

2.არიენ რობენი-მისი მეწყვილის,რიბერის,მსგავსად 35 წლის ჰოლანდიელი მიუხენის ბაიერნს ემშვიდობება და ამით სრულდება "რობერის" ერა გერმანულ მანქანაში.

3.ვენსან კომპანი-33 წლის ბელგიისა და ქალაქელების კაპირანს,რომელმაც სიტი ჩემპიონობასთან მიიახლოვა,მიმდინარე წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურება,თუმცა მისი
წასვლა ჯერ არ დასტურდება.შესაძლოა ვენსანმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

4.ოლივიე ჟირუ-32 წლის ფრანგ ფორვარდს ჩელსისთან კონტაქტი ეწურება,თუმცა საფრანგეთის ნაკრების წევრს ჯერ-ჯერობით არცერთ კლუბს არ უკავშირებენ.

5.ექტორ ერერა-29 წლის პორტუს მექსიკელი ლიდერი ახლანდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და იმეცოვნებს,გრანდებიდან შემოთავაზებები ექნება.

6.დანიელ სტარიჯი-ინგლისელი ფორვარდი,რომელმაც კარიერის ნახევარზე მეტი ლაზარეთში გაატარა სეზონის ბოლოს უკონტრაქტოდ რჩება.სტარიჯი 29 წლისაა.დიდი ალბათბით ინგლისელი პრემიერ ლიგაში დარჩება.

7.დიეგო გოდინი-33 წლის ურუგვაელი კაპიტანი მიმდინარე სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს.9 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ დიეგო გოდინი დიდი ალაბთობით სერია ა-ში,კერძოდ ინტერში, გააგრძელებს კარიერას.

8.დავიდ ლუიზი-32 წლის ბრაზილიელი მცველი უკლუბოდ რჩება,თუმცა ეჭვი არავის ეპარება რომ დავიდი მალევე იპოვის ახალ კლუბს.

9.ანდერ ერერა- 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი წითელ ეშმაკებს დატოვებს და ახალ კლუბს შეუერთდება.

10.ადრიენ რაბიო- აღნიშნულ სიაში ყველაზე ახალგაზრდა(24 წლის) სწორედ რაბიოა,რადგან ამ უკანასკნელს კლუბთან კონფლიქტი აქვს.ფრანგ ნახევარმცველს წინა სეზონში კატალონიის ბარსელონაშ აგდასვლა სურდა,სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი და სწორედ ამიტომ არ ხვდება ადრიენი პსჟ-ს განაცხადში.

11.ხუან მატა-31 წლის ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის ბოლოს უკონტრაქტოდ რჩება,რაც იმას ნიშნავს,რომ მომდევნო სეზონში მატა წითელი ეშმაკი აღარ იქნება.

12.მარიო ბალოტელი-28 წლის იტალიელ შემტევს კონფლიქტურობის გამო ხშირად უწევს კლუბის გამოცვლა,თუმცა ამ შემტხვევაში კლუბის გამოცვლის მიზეზი კონტრაქტის დასასრული ხდება.

13.ფილიპე ლუიში-როგორც უკვე მიხვდით გოდინი არ არის ერთადერთი მცველი ატლეტიკოში,რომელსაც კონტრაქტი ეწურება.ამ მცირე სიაში 33 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუიშიც მოხვდა.

14.მიშელ ვორმი-35 წლის ვეტერანი ჰოლანდიელი მიმდინარე წლის ბოლოს ტოტენჰემს დატოვებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: გიორგი მიქავა

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება