მერებაშვილმა ბათუმის დინამოში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

10 მაი, 2019 0 1 906
მერებაშვილმა ბათუმის დინამოში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და პლოცკის ვისლას ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში ბათუმის დინამოს ინტერესზე ისაუბრა.

„სასიამოვნო იქნება, ჩემით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლუბი რეალურად თუ დაინტერესდება. ეროვნული ლიგის თამაშებს რეგულარულად ვუყურებ და მიხარია, ამ გუნდმა ლიგას მაყურებელი და საფეხბურთო გარემო რომ შემატა. ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შეხვედრით გაოცებული დავრჩი. საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ასეთ აჟიოტაჟს ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, თებერვალში ვისლასთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, რომლის გასაუქმებლად ახალმა კლუბმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს. იმასაც გულახდილად ვამბობ, ბათუმის დინამოს ინტერესზე პირველად მესმის და პირადად არავინ დამკავშირებია“, – თქვა გიორგი მერებაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება