იურგენ კლოპი: ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარება სასაცილოა

11 მაი, 2019 0 246
იურგენ კლოპი: ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარება სასაცილოა

ლივერპულის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ევროპა ლიგის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნირის ფინალის ბაქოში ჩატარება სასაცილოა.

კლოპის სიტყვებსს ციტირებს Sky Sports-ი: ,,რა თქმა უნდა, მადრიდში მგზავრობა ძვირი ჯდება, მაგრამ ეს ქალაქი ბოლოს და ბოლოს დედამიწის მეორე მხარეს არ მდებარეობს. ევროპა ლიგის ფინალი ბაქოში?! ეს სასაცილოა. არ ვიცი, რა მიირთვეს საუზმეზე იმ ადამიანებმა, ვინც ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს.

ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო დიდი პასუხიმგებლობა უნდა გამოიჩინონ შესაბამისმა პირებმა. არ ვიცი, რა კრიტერიუმები მოქმედებს ქალაქის შერჩევისას.''

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება