ოფიციალურად: გრიზმანის ატლეტიკოს გამოემშვიდობა | სად მიდის ფრანგი?!

15 მაი, 2019 0 146
ოფიციალურად: გრიზმანის ატლეტიკოს გამოემშვიდობა | სად მიდის ფრანგი?!

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ ის ამ ზაფხულს მადრიდის ატლეტიკოს ტოვებს.

ანტუან გრიზმანი: "ატლეტიკოში შესანიშნავი 5 წელი გავატარე. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. თქვენ, ყველანი ჩემს გულში დარჩებით."

ცნობილი გახდა ისიც, რომ გრიზმანი კლუბის გენერალურ დირექტორს, ანხელ მარინს და მთავრ მწევრთნელ დიეგო სიომეონეს შეხვდა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ანტუან გრიზმანი 2014 წლიდან თამაშობს ატლეტიკოს ფორმით. კლუბთან ერთად, მან სამი ტიტული მოიპოვა, მათ შორის სუპერთასი და ევროპა ლიგა.

ფრანგის ამჟამინდელ კონტრაქტის მიხედვით, მის გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა ჩაწერილი. როგორც ესპანური მედია იუწყება, გრიზმანის ახალი კლუბი სავარუდოდ კატალონიის ბარსელონა იქნება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება