Cadena SER | ბარსელონა "ახალი ბუსკეტსს" იმატებს

15 მაი, 2019 0 196
Cadena SER |  ბარსელონა "ახალი ბუსკეტსს" იმატებს

მადრიდის ატლეტიკოში, ამ სეზონში დიდი ცვლილებები მოხდა. ცოტა ხნის წინ დიეგო გოდინმა და ხუანფრანმა ოფიციალურად განაცხადეს რომ ატლეტიკოს ტოვებენ. გუშინ კი ცნობილი გახდა რომ ანტუან გრიზმანიც დატოვებს მადრიდელებს ზაფხულში.

ასევე საუბარია როდრიგო ერნანდესის (როდრი) წასვლის თაობაზე. როდრიმ ატლეტიკოში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მას აქვს კარგი საფეხბურთო IQ მაჩვენებელი, მოედნის ხედვა, შავ სამუშაოს საკმაოდ კარგად ასრულებს.

Cadena SER-ის ინფორმაციით როდრი მზადაა ატლეტიკოს დასატოვებლად, მისით ისეთი საფეხბურთო გიგანტები ინტერესდებიან როგორებიც ბარსელონა, ბაიერნი და მანჩესტერ სიტია. როდრის გადაბირების მთავარ კანდიდატან კი ბარსელონა განიხილება. კატალონიაში მას უკვე უწოდებენ "ახალ ბუსკეტსს" .

22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება