ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი

21 მაი, 2019 0 365
ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი

 
ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ვითარდება. ამ ძნელი გზის გავლას მარტივად და სწრაფად არც არავინ მოელოდა. შეიცვალა ლიგის სახელი, ფორმატი, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სტადიონებს, დაიწყო მატჩების პირდაპირი ეთერით, სხავადასხვა მედია საშუალებების მიერ ტრანსლირება. ზოგადად ეროვნული ჩემპიონატი უფრო ცნობადი და უფრო პოპულარული გახდა (ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად ესეა). რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ განხორცილედა, ეს კლუბებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაა, (რომელიც 2021 წლამდე ძალაშია) რაც მათ დაეხმარებოდა მინიმუმ არსებობაში, ამას უნდა დამატებოდა კლუბში ინვესტორის მიერ ჩადებული თანხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ სწორი ფინანსური პოლიტიკის შემთხვევაში კლუბს ფინანსური პრობლემები არ უნდა შექმნოდა და ბოლო ბოლო დღეს დაშლის პირას არ უნდა მდგარიყო. ქუთაისის ტორპედოში ამ ბოლო დროს შექმნილი ვითარება კარგად მოგეხსენებათ, ზოგს ჩემზე კარგადაც.

რა ხდება ტორპედოში? - ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ ტორპედო 2017 წელს შეიძინა. ეს ყველასთვის კარგი და მისაღები ფაქტი იყო, მაგრამ არ ააქვს მნიშვნელობა სათავეში ვინ მოვა, თუ ინვესტიციას არ განახორციელებს და ფულს "შეჭამს". ზაალ ჩაჩავა 2018 წლის მაისში, საინფორმაციო სააგენტო "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში, კლუბში ჩინელი ინვესტორების მოსვლას, ახალი სტადიონის და ბაზის მშენებლობას აანონსებდა. ფაქტია, რომ იმ დროისთვის მოლაპარაკებებს მიმდინარეობდა, თუმცა რაღაც ისე არ გამოსულა, როგორც იგეგმებოდა. ჩინელებს არც სტადიონი და არც ბაზა არ აუშენებიათ. არსებული სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილობრივი მერია ანხორციელებს, მინდვრის ბუნებრივი საფარარის დაგებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ფაქტია, აგური აგურზე არ დადებულა, არც სტადიონი ჩანს და არც ბაზა...

მხოლოდ გასულ წელს, ქუთაისის ტორპედომ სახელმწიფოსგან საბაზისო დაფინანსებით, სტიმულირების და საპრემიო თანხებით ჯამში ყველაზე მეტი 2,505,570,42 ლარი გამოიმუშავა. ( ანგარიში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდ ეკუთვნის)

ორ წელზე მეტია ჩაჩავა კლუბის პრეზიდენტია და ამ დროში კლუბმა სახელმწიფოსგან და უეფასგან დაახლოებით 6-მილიონ ლარამდე მიიღო. ჩდება ლოგიკური კითხვები - სად წავიდა ამდენი ფული? რა გაკეთდა ორი წლის განმავლობაში? რა ინვესტიცია განახორციელა თავად ჩაჩავამ? კლუბს კერძო პირი ხომ იმიტომ ყიდულობს, რომ თანხები ჩადოს და თუ არ განავითარა, მინიმუმ ის მაინც ხო უნდა შეძლოს, რომ კლუბი შეინახოს?!

როგორც ყოველთვის, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და კლუბში შემოსული თანხები უკვალოდ ქრება. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!
დღეს, ქუთაისურ კლუბში არსებობს სახელფასო დავალიანება, რომელიც უკვე 3 თვეა არ გადაუხდია, რის გამოც საქართველოს ჩემპიონატისთვის ძალიან სიმპატიური გუნდი დაშლის პირასაა.

გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე გუნდის წევრებს შეხვდა, სადაც კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა და განაცხადა, რომ დღეს არსებული ფინანსური პრობლემები ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია. - რა გამოდის? გუნდი სახელმწიფოსგან და უეფასგან გარკვეულ თანხას იღებს, გარკვეული თანხა მფლობელმაც ხო უნდა ჩადოს? პლიუს ინვესტორიც აქვე ყოფილა... ანუ? ანუ კლუბი სხვა კუთხით, თუ არა ფინანსურად მაინც უნდა იყოს წელგამართული. ლოგიკურია.

სხვა საკითხია რა გააკეთა მფლობელმა, თანხა ჩადო, თუ წაიღო?! ფაქტია ჩადებული ფული არ ჩანს და წაღებული კი 120,000 ლარზე მეტია რომელსაც ჩაჩავა წლიურად, ხელფასის სახით იღებს.
 
 ვაი ვაგლახი ეგაა, რომ ვერავინ და ვერასდროს ვერ გაიგებს, მაინც სად წავიდა კლუბში შემოსული თანხები...

არავინ არ დავადანაშაულეთ თანხის მითვისებასა და მიტაცებაში. ჩვენ ავსახეთ ის რეალობა და ის ფაქტები რაც ამ დროისთვის არის. ფაქტი კი ისაა, რომ ფული უბრალოდ გაქრა და კლუბი დაშლის პირასაა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება