ჩელსი სარიზე უარს ამბობს და ლეგენდას იწვევს

21 მაი, 2019 0 139
ჩელსი სარიზე უარს ამბობს და ლეგენდას იწვევს


საკმაოდ მისაღები შედეგების მიუხედავად ჩელსი მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელის ძიებას აპირებს და როგორც ჯანლუკა დი მარციო იუწყება მაურიციო სარის შემცვლელად გუნდის ლეგენდა და ამჟამად დერბის დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი განიხილება.

სარის სათამაშო სტილით ჩელსის ბევრი ქომაგი უკმაყოფილოა და შესაბამისად მის გაშვებას დადებითად ხვდებიან.

მაურიციო სარიმ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, ხოლო ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფინალის საგზური მოიპოვა. დიდი შანსია 29 მაისს გასამართი ფინალი მისთვის ჩელსის მწვრთნელის პოსტზე ბოლო აღმოჩნდეს.

ფრენკ ლამპარდი თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში ახლოსაა, რომ დერბისთან ერთად პრემიერლიგაში აღზევდეს.

იტალიელ სპეციალისტს კი რამდენიმე კლუბს უკვე უკავშირებენ და მათ შორის არიან იუვენტუსი, მილანი და რომა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება