მატჩი ისტორიიდან | ბარსელონას ჯადოსნური ღამე უემბლიზე (ვიდეო)

28 მაი, 2019 0 146
მატჩი ისტორიიდან | ბარსელონას ჯადოსნური ღამე უემბლიზე (ვიდეო)


2011 წლის 28 მაისი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ლონდონში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ.

ანგარიში პედრომ გახსნა, უეინ რუნიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ მესის ტყვიასავით დარტყმული აუღებელი აღმოჩნდა და ბარსას მეორე გოლი მოუტანა, მატჩს საბოლოო წერტილი დავიდ ვილამ დაუსვა, რომელმაც მესის გადაცემის შედეგად დალაშქრა "წითელი ეშმაკების" კარი.

ეს გამარჯვება სამ წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო. ამ ხნის მანძილზე ბარსელონას სისტემა სრულიად განახლდა; ტალანტები გენიოსებად იქცნენ და აღიარების ტალღა მთელი ძალით დაატყდა თავს "კამპ ნოუს" მთელი მსოფლიოდან.

თამაშის დასრულების შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი ხელს ართმევს პეპ გვარდიოლას, ის მთელი ტანით და სახის გამომეტყველებით გამოხატავს ერთდროულად წუხილსაც (იმის გამო, რომ მისი მანჩესტერი სასტიკად დაჯაბნეს) და აღფრთოვანებას იმ ბრწყინვალე თამაშით, რომელმაც ბარსელონას ამ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.

ერიკ აბიდალს რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის დასმის დღიდან სამი თვე შეუპოვრად იბრძოდა ამ თამაშში მონაწილეობის მისაღებად, ბარსელონას კაპიტანი, კარლეს პუიოლი თავის სამკლაურს უკეთებს და თასის აღმართვას სთხოვს.

ჟერარდ პიკე რანდენიმე თანამოაზრესთან ერთად ბადის ამოსაჭრელად კარისკენ მიემართება.

გვარდიოლა, მისი გუნდი და კლუბის პერსონალი ხელგადახვეულები, მოედნის ცენტრის გარშემო ტრადიციულ კატალონიურ Sardana-ს ცეკვავდნენ.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა: " ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საღამო იყო. მინდა მივულოცო ყველას, ვინც სტადიონზე მატჩის სანახავად მოვიდა და ჩემს მოთამაშეებს, რადგან ისინი არა მარტო თავდაცვაზე ზრუნავდნენ, არამედ ფეხბურთის თამაშის წყურვილს ამჟღავნებდნენ. ამისთვის უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მათი.

ამდენი გამარჯვების შემდეგ შეიძლება მოგეძალოს ბუნებრივი ცდუნება. დაკარგო ჩვეული ბრძოლოსუნარიანობა, დაგიცხრეს სწრაფვა სრულყოფილებისკენ მაგრამ ისინი არასდროს სწევდნენ დაბლა საკუთარ თამასას, ისინი ფეხბურთის თამაშით მოჯადოებული არიან".

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება