ნიკა ამაშუკელი საფრანგეთი - ფიჯის შეხვედრას გაუძღვა

05 ივნისი, 2019 0 146
ნიკა ამაშუკელი საფრანგეთი - ფიჯის შეხვედრას გაუძღვა


2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტური ქართული რაგბისთვის კიდევ ერთი ღირშესანიშნავი დღე გამოდგა, რადგან ამ დონეზე ქართველმა პირველად იმსაჯა.

ნიკა ამაშუკელი საფრანგეთი - ფიჯის შეხვედრას გაუძღვა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით 36:20 დასრულდა.

ახალგაზრდა რეფერიმ კი დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა და ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის მსაჯთა დირექტორისგან, ჟოელ ჟუშისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

"საკმაოდ კარგი, დინამიური თამაში გამოვიდა.

ფიჯი მშვენივრად წარსდგა და ძაან სასეირო მომენტები შექმნა ორივე გუნდმა. მაინც კლასით საფრანგეთი უკეთესი იყო და შერკინებით აჯობა.

როცა ხიფათი იგრძნეს მალევე გაუზარდეს ფიჯელებს წნეხი და ქულები აიღეს. საბოლოო ჯამში შვენიერი თამაში გამოვიდა და ვისიამოვნე ძალიან.

რაც შეეეხება ამ დონეზე მსაჯობას, ძალიან რთულია. პირდაპირ ვიტყვი, უამრავი დეტალი და ნიუანსია, რაც სწორად უნდა გათვალოს მსაჯმა. მთელი სარაგბო მსოფლიო გიყურებს და წნეხიც საკმაოდ დიდია.
ძალიან მაღალი დონის სპეციალისებთან ერთად ვმუშაობ და დიდი გამოციდილებაა", - განაცხადა ამაშუკელმა რაგბი TV-სთან საუბარში.

ამაშუკელი მიმდინარე სეზონში ქართული რაგბის ისტორიაში ახალ ფურცლებს წერს. მან ჯერ ჩელენჯ ქაფზე იმსაჯა, შემდეგ 20-წლამდელთა 6 ერში, ახლა კი 20-წლამდელთა პირველობის ჯერი დადგა. ნიკას ქართული რაგბის წინაშე სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ქართველი ასეთი დონის ტურნირებზე პირველად მსაჯობს და მისმა ასპარეზობამ, შესაძლოა, მთლიანად ქართულ მსაჯობაზე იმოქმედოს.

"ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ წინ წავწიო. საგულისხმოა, რომ სხვა მსაჯებთან შედარებით საკმაოდ პატარა ვარ და ძალიან გამოცდილები არიან . ყველა დადებითად შეხვდა იმ ფაქტს, რომ ტურნირზე ქართველი მსაჯია და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ საქარველოს კარგი პროგრესი აქვს" - აღნიშნა ქართველმა მსაჯმა.

სტატია მომზადებულია: საზოგადოებრივი მაუწყებლის რაგბი TV - ის მიხედვით.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება