გადარჩა?! | "კიდევ ერთი პენალტი მოიგერია ტორპედომ ბოლო წამებზე..."

06 ივნისი, 2019 0 2 883
გადარჩა?! | "კიდევ ერთი პენალტი მოიგერია ტორპედომ ბოლო წამებზე..."

საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა ხდება ტორპედოში, ფინანსურად რა რთული ვითარებაცაა კლუბში. დავალინებები... ჭორები... კრიტიკა... "გაქცეული" ჩინელი ინვესტორები... კრიზისი... მოკლედ, ქუთაისის ტორპედო დაშლასთან ძალიან, ძალიან ახლოს იყო.

საბედნიეროდ გულშემატკივარისთვის, კლუბისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ყველეფერი მოგვარდება. აი რა ინფორმაცია მოგვაწოდა წყარომ და რას ვფლობთ ჩვენ...

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შარშან, ტორპედოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 10 მილიონი ლარი. კულუარული ინფორმაციით მთლიანი თანხა ჩინელებმა ჩადეს, ხოლო ჩაჩავამ რა ინვესტიცია განახორციელა არ ვიცით, უბრალოდ არ ჩანს.. რაც ვიცით ერთადერთი ეგაა, რომ ჩაჩავა იღებდა ხელფასს და პრემიებს კლუბიდან. საბოლოო ჯამში თანხის ნახევარი უკვალოდ გაქრა, რამაც ჩინელები გააცოფა, რასაც შემდეგ კლუბიდან მათი წასვლა მოყვა, თუმცა ახლა, ამ საქმეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი პირადი კონტაქტებით ჩაერია და აბრუნებს ჩინელებს, მაგრამ ახლა, მათ სხვა მოთხოვნები წაუყენეს, დიდი მიწის ნაკვეთი ქუთაისის ცენტრში მინიმალურ ფასად, სანაცვლოდ კი ტორპედოს დააფინანსებენ და კლუბს 6 მილიონიანი ბიუჯეტი ექნება წელსაც და გაისადაც... კარგია ხო?! რა თქმა უნდა...

გარდაუვალი იყო, რომ საქმე ქუთაისის მერამდე არ მივიდოდა. მივიდა კიდეც, მერს კი, წყაროს ინფორმაციით კალაძისგან ააქვს დავალებული დათანხმდეს ჩინელების პირობებს და შესაბამისად ხელი შეუწყოს ქართულ ფეხბურთს და  გადაარჩინოს კლუბი.

სავარაუდოდ ასეც მოხდება, ჩინელები მიიღებენ მოთხოვნილ უძრავ ქონებას, ტერიტორიას ქუთაისის ცენტრალურ უბანში მშენებლობისთვის, ხოლო ტორპედო მიიღებს 6 მილიონიან ბიუჯეტს და შეინარჩუნებს ამ შემადგენლობას.

გამოდის, ჩაჩავამ თავისი დანაპირები შეასრულა, იპოვა გამოსავალი და ევროტურნირებამდე დავალიანებას სრულად დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა ოფიციალურად არ ვფლობთ ინფორმაციას, მაგრამ ვხედავთ, რომ საქმეც აქეთკენ მიდის... კლუბი გადარჩა და საქრთველოს პირველობისთვის კვლავ იბრძოლებს.

დაბოლოს, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ - "კიდევ ერთი პენალტი მოიგერია ტორპედომ ბოლო წამებზე..."
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება