U20|უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ცნობილია:

07 ივნისი, 2019 0 122
U20|უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ცნობილია:


უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრა 4 ივნისს გამართა ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას წინააღმდეგ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგეს დიდი ბრძოლა გაუმართა და 50-ე წუთისთვის მხოლოდ 6 ქულით აგებდნენ, საათის თავზე ანგარიში 13:24 იყო, თუმცა დასკვნით წუთებში ბეიბი ბლექსმა 3 ლელო გაიტანა და 45:13 იმარჯვა.

ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 17:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩს როსარიოში, სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

მიუხედავად ამისა, განვლილ თამაშს დადებითად აფასებს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

„ზელანდიელებთან თამაში კარგად დავიწყეთ, გვქონდა ლელოს გატანის შანსები, მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ. არადა, მეტოქის 22-ში რამდენჯერმე ვიყავით, თუმცა იქიდან უქულოდ დავბრუნდით. მთლიანობაში, ძლიერ მეტოქესთან 60 წუთი თამაშში ვიყავით, ბოლო 20 წუთში კი მოწინააღმდეგემ შეძლო იგივე ტემპის შენარჩუნება და დაღლილობის ფონზე მეტი შეცდომა დავუშვით. ახალ ზელანდიელი მორაგბეები ფიზიკურად დიდები იყვნენ და კონტაქტს ვაგებდით, ეს კი სწორედ ის გუნდია, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს“.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას ორიოდე თვის წინ, მოსამზადებული ტურნეს დროს შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 58:10 იმარჯვა. შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დიდი სხვაობით დავმარცხდით, 2018 წლის ჩემპიონატზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბონუს-ქულასაც გამოვრჩით - 27:33.

წლევანდელი ჩემპიონატის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დასკვნით 15 წუთში გატეხა. 67-ე წუთისთვის ანგარიში 22:19 იყო, საბოლოოდ კი მატჩი 43:19 დასრულდა.

U20|უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ცნობილია:


მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - საქართველო (17:30)
საქართველო:

ხაზი| ბექები

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება | ფორვარდები

1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.

სატურნირო მდომარეობა:

ახალი ზელანდია 1 1 0 0 45-13 5

სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 43-19 5

შოტლანდია 1 0 0 1 19-43 0

საქართველო1 0 0 1 13-45 0

სტატია მომზადებულია: საქართველოს რაგბის კავშირის მიხედვითскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება