სამხრეთ აფრიკამ ურთულეს მატჩში სძლია უმცროს ბორჯღალოსნებს

08 ივნისი, 2019 0 98
სამხრეთ აფრიკამ ურთულეს მატჩში სძლია უმცროს ბორჯღალოსნებს
დღეს 8 ივნისს გაიმართა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და საქართველო დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწო, სამხრეთ აფრიკელთა უპირატესობით, შეხვედრის 11 წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა ლელო გაიტანეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გაიხსნა სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ (7:0).

შეხვედრის 26 წუთზე, კარგი შეტევის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ლელო დადო, ანგარიში (7:5) გახდა. სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

შეხვედრის 35 წუთზე, ხანგძლივი შეტევის მერე, ლელო დადეს სამხრეთ აფრიკელებმა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში (14:5) გახდა.

ტაიმის მიწურულს, ბოლო წუთზე, სამხრეთ აფრიკელელებმა მორიგი ლელო გაიტანეს და პირველი ტაიმი მათსავე სასარგებლოდ (21:5) დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში, 42 -ე წუთი ქართველების უპირატესობით დაიწყო მეტოქე მათსავე 22 დააჯარიმა, ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში (21:8) გახდა.

შეხვედრის 48-ე წუთზე, სამხრეთ აფრიკელებმა ლელო დადეს და ანგარიში (26:8) გახდა.

შეხვედრის 54 -ე წუთზე, აფრიკელების კაც ნაკლულობით საქართველოს ნაკრებმა კარგად ისარგებლა, ლელო გაიტანეს და ანგარიში (26:19) გახდა.

გაშვებული ლელოს შემდეგ, 57-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელელებმა სწრაფად შეუტიეს, ლელო დადეს და ანგარიში (31:13) გახდა, სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

შეხვედრის 63-ე წუთზე, სამხრეთ აფრიკელელებმა უპირატესობა გაზარდეს, ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში მათსავე სასარგებლოდ (38:13) გახდა.

შეხვედრის 74-ე წუთზე, სამხრეთ აფრიკელებმა ლელო დადეს და ანგარიში (43:13) გახდა.

სამხრეთ აფრიკელების გატანილ ლელოს, მეორე სწრაფი ლელო მიაყოლეს და ანგარიში (48:13) გახდა.

შეხვედრის მიწურულს, ბოლო წუთზე, საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟის ლელო დადო, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 48:20 დააფიქსირა.

შეგახსენებთ რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ივნისს, შოტლანდიასთან გამართავს.
ხოლო სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: შაკო ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება