(ვიდეო) ბასკონიას კემპი დასრულდა

08 ივნისი, 2019 0 60
(ვიდეო) ბასკონიას კემპი დასრულდა


გუშინ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში სასკი ბასკონიას კემპი დასრულდა, სადაც მონაწილეობას 100-მდე მოზარდი კალათბურთელი იღებდა. ესპანელი სპეციალისტები 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებულ მოთამაშეებს 3 ივნისიდან ინტენსიურად ავარჯიშებდნენ. ესპანელ სპეციალისტებს კემპზე დახმარებას ქართველი მწვრთნელები უწევდნენ: ირაკლი მაისურაძე, მამუკა ტურაშვილი, დავით მუმლაძე, ირაკლი ჯანხოთელი და გიორგი რაზმაძე.

კემპზე მონაწილე ბავშვებიდან უცხოელი სპეციალისტები 16 საუკეთესო მოთამაშეს შეარჩევენ, რომლებიც ზაფხულში ესპანეთში გაემგზავრებიან და საერთაშორისო გენერალურ კემპზე მიიღებენ მონაწილეობას. ვიტორიაში, კემპის დასრულების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ მათგანს დაიტოვებენ ესპანელი სპეციალისტები. რაც შეეხებათ, ვიტორიაში წამსვლელებს, 16 მოთამაშის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბასკონიას კემპის დასკვნით დღეს ყველა მონაწილეს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

“სასკი ბასკონიას” კემპი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კორპორაცია “სასკი ბასკონიას” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული კემპი 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლეულს იგი მეხუთედ გაიმართა.



სტატია მომზადებულია: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მიხედვითскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება