ოფიციალურად | რომას პორტუგალიელ გაწვრთნის

11 ივნისი, 2019 0 137
ოფიციალურად | რომას პორტუგალიელ გაწვრთნის

46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი,  დონეცკის შახტარის ყოფილი დამრიგებელი პაულო ფონსეკა რომას მთავარი მწვრთნელი გახდა - ოფიციალური ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

"მოხარული ვარ, რომ რომას მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. სავსე ვარ ენთუზიაზმით და მოტივირებული იმ გამოწვევებით, რომლებიც წინ გველოდება." - თქვა ფონსეკამ

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა დონეცკურ კლუბს 2016  წლიდან ედგა სათავეში და მისი  ხელმძღვანელობით კლუბმა, სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება