ტორპედო კობახიძემ დატოვა და ახალ კლუბშიც გადავიდა

12 ივნისი, 2019 0 1 983
ტორპედო კობახიძემ დატოვა და ახალ კლუბშიც გადავიდა

მამუკა კობახიძე კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს – ქუთაისის ტორპედოს ცენტრალური მცველის ტრანსფერზე საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ბათუმური კლუბის სპონსორმა, არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.

„ეს ამბავი უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში ბათუმის დინამომ პირველი ტრანსფერი განახორციელა – ჩვენი ახალწვეული მამუკა კობახიძეა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, ბოლოს კი ქუთაისის
ტორპედოში გამოდიოდა. კობახიძეს დაველაპარაკეთ და უკვე კონტრაქტიც გავაფორმეთ”, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.

ქუთაისის ტორპედოს ერთ-ერთმა ლიდერმა მაისში ბათუმის დინამოში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მას ტორპედოდან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდებოდა და ფიფას წესებით ჰქონდა უფლება, წინასწარ ხელშეკრულება სხვა კლუბთან გაეფორმებინა.

1TV.GEскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება