რეგიონლიგაში მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო

13 ივნისი, 2019 0 245
რეგიონლიგაში მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო


საქართველოს ჩემპიონატის რეგიონლიგაში (რანგით მე-5 დივიზიონი) გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა და გამოვლინდა იმ გუნდების ვინაობა რომლებიც ზედა ჯგუფებში იასპარეზებენ ლიგა 4-ის საგზურის მოსაპოვებლად.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში, 10-10 გუნდიანი ჯგუფი შეიკრა, პირველისგან განსხვავებით მეორე ჯგუფური ეტაპი 2 წრედ ჩატარდება და ნოემბერში დასრულდება.

თავის ზონაში პირველ ადგილზე გასული გუნდი ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს შემდეგი სეზონისთვის.

წლევანდელ სეზონში რეგიონლიგაში 49 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 5 ჯგუფად იყო დაყოფილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში.

დასავლეთ ზონის ა ჯგუფში 10, ხოლო ბ ჯგუფში 11 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც შემდეგი ეტაპის საგზური 1-5 ადგილზე გასულმა გუნდებმა მოიპოვეს.

ტორპედო 2 (ქუთაისი), ზესტაფონი, სულორი (ვანი), სამგურალი 2 (წყალტუბო), მარგვეთი (ზესტაფონი), ჩიბათი (ლანჩხუთი), სქური(წალენჯიხა), ზანა(აბაშა), მაჭახელა (ხელვაჩაური), დინამო 2 (ბათუმი)

აღმოსავლეთ ზონის ა და ბ ჯგუფებში 9-9, ხოლო გ ჯგუფში 10 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც შემდეგი ეტაპის საზგური 1-2-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა მოიპოვა, მათ კი საუკეთესო მე-4 ადგილოსანი დაემატა.

ესენი არიან: ალაზანი (გურჯაანი), ცხინვალი 2, მერანი 2 (თბილისი), გაგრა 2, ვიტ ჯორჯია 2 (თბილისი), გლდანი(თბილისი), კოლხი (გულრიფში), თბილისი, იბერია 2010 (თბილისი), დიდუბე (თბილისი)

აღმოსავლეთ ზონაში უკვე ჩატარდა პირველი ტურის მატჩები.

იბერია 2010 - მერანი 2 (თბილისი) 0:3
ცხინვალი 2 - დიდუბე 3:2
კოლხი - ალაზანი 1:3
თბილისი - გაგრა (2) 3:5
გლდანი - ვიტ ჯორჯია (2) 0:0

1. მერანი 2 (თბილისი) 1 1/0/0 3:0 3
2. გაგრა (2) 1 1/0/0 5:3 3
3. ალაზანი (გურჯაანი) 1 1/0/0 3:1 3
4. ცხინვალი (2) 1 1/0/0 3:2 3
5. ვიტ ჯორჯია 2 (თბ.) 1 0/1/0 0:0 1
6. გლდანი (თბილისი) 1 0/1/0 0:0 1
7. დიდუბე (თბილისი) 1 0/0/1 2:3 0
8. თბილისი 1 0/0/1 3:5 0
9. კოლხი (გულრიფში) 1 0/0/1 1:3 0
10. იბერია (თბილისი) 1 0/0/1 0:3 0скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება