ლიგა 3 | მარტვილის მერანის მორიგი გამარჯვება და +10 მდევრებთან

13 ივნისი, 2019 0 259
ლიგა 3 | მარტვილის მერანის მორიგი გამარჯვება და +10 მდევრებთან


12 და 13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში XV ტურის შეხვედრები გაიმართა.

იმერული დერბი სამგურალის გამარჯვებით დასრულდა ტყიბულში, სადაც ადგილობრივმა მეშახტემ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს სერგო კუხიანიძემ გაიტანა და თავის კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. წყალტუბოელებმა ამ გამარჯვებით 22 ქულა მოაგროვეს და საბურთალოს მეორე გუნდთან ერთად 4-5 ადგილს ინაწილებს. ტყიბულელები კი 9 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა საფეხბურთო კლუბმა გორმა ქედაში, სადაც ადგილობრივ ბეთლემს სტუმრობდა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე დავით კაპანაძემ გახსნა რომლის დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია თუმცა დამატებაზე მაინც გაიტანა და საკუტარი გუნდი დააწინაურა. მეორე გოლი კი აჭარელთა კარში ლუკა ხორხელმა გაიტანა. გორულმა კლუბმა უმნიშვნელოვვანესი 3 ქულა მოიპოვა და თავი დააღწია ბოლო ადგილს, ისინი 11 ქულით მე-9 პოზიციას იკავებენ, აჭარული კლუბი კი 12 ქულით მე-8 ადგილზეა

მორიგი 3 ქულა მოიპოვა ჩოხატაურის ბახმარომ, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბორჯომს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ანგარიში 55-ე წუტზე მურად აფხაზავამ გახსნა, მეორე გოლი კი ბორჯომელთა კარში ბიძინა ცინცაძემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ბახმარომ ამ გამარჯვებით 28 ქულა მოაგროვა და მთავარ კონკურენტ დუშეთის არაგვს ქულებით გაუთანაბრა, ისინი 2-3 ადგილს ინაწილებენ. ბორჯომს კი 20 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.

ხობის კოლხეთმა, რომელმაც წინა ტურში ყველასათვი მოულოდნელად მარტვილის მერანი მათსავე მოედანზე დაამარცხეს, ამ ტურში საბურთალოელებს უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. ანგარიში ტაიმის მიწურულს გოგა ამბროლაძემ გახსნა და მეგრული კლუბი დააწინაურა, მატჩის დასასრლს კი თბილისელებმა მშვენიერი ქამბექი გამოაცხვეს, 85-ე წუთზე იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა, 92-ე წუთზე კი მანვე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. საბურთალო 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხობელები კი 21 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან.

ტურის მთავარი მატჩი კი დუშეთში გაიმართა სადაც არაგვმა ლიგა 3-ის ერთპიროვნულ ლიდერს მარტვილის მერანს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე ზაურ გოგუაძემ გახსნა და მეგრული კლუბი დააწინაურა, 72-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი არაგვის კარში გაგაჩხეტიანმა მატჩის 92-ე წუთზე გაიტანა. მარტვილის მერანმა ამ გამარჯვებით 38 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევრებთან უპირატესობა 10 ქულიანი გახადა. არაგვს 28 ქულა აქვს და ბახმაროსთან ერთად 2-3 ადგილებს ინაწილებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება