ნბა-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს

14 ივნისი, 2019 0 81
ნბა-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს


ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას პირველი არაამერიკული გუნდი ჩემპიონი ჰყავს და ეს ტორონტო რეპტორსი გახლავთ, რომელმაც სერიის დახურვა 3-1ის წაყვანის შემდეგ მეორე ცდაზე 114-110 მოგებული შეხვედრით მიაღწია. როგორც მოგეხსენებათ ფინალური სერიის მიმდინარეობისას ოქროს შტატელებს კევინ დურანტი აკლდათ, რომელმაც მხოლოდ მე-5 მატჩის პირველ მეოთხედში შეძლო თამაში, სადაც ასევე მძიმე ტრავმა მიიღო და ეს დაზიანება გავრცელებული ინფორმაციით კეიდის მომავალი სეზონის გამოტოვებად დაუჯდება. კეიდი გოლდენის ერთადერთი დანაკლისი როდი იყო... გარდა 35-ე ნომრისა სტივ კერის გუნდს ერთი თამაშითა და როგორც შემდეგ გავიგეთ გადამწყვეტ მეოთხედში კლეი ტომპსონიც გამოაკლდა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი გადაიბრუნა და პარკეტზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. კლეის შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, სადაც მისი მონაგარი 30 ქულა გახლდათ. ამ ორი სერიოზული დანაკლისის ფონზე კანადელებს კი სხვა არაფერი დარჩენოდათ, რომ ბოლო 12 წუთში მეტოქეზე უკეთ ეთამაშათ და საჩემპიონო ტიტული მოეპოვებინათ. თამაშის მიწურულს 111-110ზე გოლდენს თამაშის მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის სროლა ზუსტი არ აღმოჩნდა. გოლდენი მეტოქეზე დაჯარიმდა და ამ მომენტში, სულაც კავაიზე ტექნიკური ჯარიმა დადეს და შემდეგ შეტევაშიც საჯარიმო ხაზზე კვლავ ტორონტოს 2 ნომერი დადგა და მთლიანობაში ზედიზედ 3 საჯარიმოს გამოყენებით ფინალების და ზოგადად 2018-2019 წლების ფლეიოფის საუკეთესო მოთამაშემ(MVP) კანადელებს სანუკვარი ოცნება აუსრულა...

ტორონტო რეპტორსი ნბა-ს ჩემპიონია !!! - კანადელების შემადგენლობა: 3.ოგუგუა ანუნობი, 25.კრის ბუჩერი, 33.მარკ გასოლი, 14.დენი გრინი, 9.სერჟ იბაკა, 2.კავაი ლეონარდი, 17.ჯერემი ლინი, 7.კაილ ლოური, 8.ჯორდან ლოიდი, 1.პატრიკ მაქქოუ, 20.ჯოდი მიქსი, 23.მალკოლმ მილერი, 15.ერიკ მორელანდი, 24.ნორმან პაუელი, 43.პასკალ სიაკამი, 23.ფრედ ვანვლეტი - მთავარი მწვრთნელი: ნიკ ნურსი

ფაქტები

კავაის, გრინისა და მაქქოუს გარდა ყველა მოთამაშემ პირველი საჩემპიონო ტიტული გაიფორმა

მარკ და პო გასოლები პირველი ძმები ნბა-ს ჩემპიონები არიანскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება