დიეგო მარადონამ მექსიკური კლუბი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა

14 ივნისი, 2019 0 81
 დიეგო მარადონამ მექსიკური კლუბი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა



ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინელმა დიეგო მარადონამ, მექსიკურ კლუბ დორადოსისთან ხელშეკრულება გაწყვიტა და მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

58 წლის მარადონას ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა ურჩიეს.

ის მექსიკური ლიგის რიგით მეორე დივიზიონის კლუბს 2018/2019 წლების სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში.

ამ დროისათვის დიეგოს აწ უკვე ყოფილი გუნდი 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

„მადლობა ყველაფრისთვის უფროსო, გამოჯანმრთელდი და უახლოეს მომავალში შევხვდებით“, – დაიწერა პრეს-სამსახურმა დორადოსის ოფიციალურ გვერდზე.

დიეგო არმანდო მარადონას სხვადასხვა დროს მთავარი მწვრთნელის რანგში უმუშავია : არგენტინულ რასინგში, ალ-ვასლისა და ალ-ფუჯაირაჰში ორივე (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და არგენტინის ნაკრებში 2008-10 წლებში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ნიკა კვირიკეიშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება