banner_adsense

საბურთალო ატალანტას ყოფილი მცველით ძლიერდება?

25 დეკემბერი, 2018 0 1 197
საბურთალო ატალანტას ყოფილი მცველით ძლიერდება?



სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და საქართველოს ჩემპიონი, საბურთალო გუნდის გაძლიერებას აპირებს – ლაპარაკია რამდენიმე ლეგიონერზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, თბილისის დინამოში გადასული ნოდარ იაშვილის ნაცვლად, კლუბში რუმინეთის ნაკრებსა და სერია A-ში ნათამაშები, 25 წლის კონსტანტინ ნიკა მიიწვიეს.

2013 წლის 11 ივლისს ატალანტამ ბუქარესტის დინამოსგან, რუმინელი მარჯვენა მცველის ტრანსფერის 85% 1,6 მილიონ ევროდ შეიძინა. ნიკამ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2013 წლის 18 აგვისტოს იტალიის თასზე ჩაატარა, სადაც ატალანტამ ბარი 3:0 დაამარცხა.

2014 წლის 11 ივლისს ნიკა ჩეზენაში გადავიდა. რუმინელ ფეხბურთელს დებიუტი იუვენტუსთან შეხვედრაში ჰქონდა.

ნიკა 2016-17 სეზონში უკვე ლატინას შეუერთდა. ბოლო ორი წელი კი ასევე იჯარით ბუქარესტის დინამოში გაატარა.

კონსტანტინ ნიკა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებშიც იყო მიწვეული, რომლის ფორმითაც 20 წლისამ ითამაშა – ეს 2013 წლის აგვისტოში, სლოვაკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მოხდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება