ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ასრულებს

11 იანვარი, 2019 0 223
ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ასრულებს


პრესკონფერენციაზე დღეს ენდი მარიმ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა. მას უიმბლდონზე თამაში სურს, თუმცა ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მისი ბოლო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება.

იხილეთ ვიდეო პრესკონფერენციიდან:




ენდი მარის ამ განცხადებას საჩოგბურთო სამყარო გამოეხმაურა:

ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ასრულებს


ხუან მარტინ დელ პოტრო: ენდი, ახლა ვუყურე შენ პრესკონფერენციას. გთხოვ, ცდა არ დააკლო, იბრძოლე. შენი ტკივილისა და ემოციების წარმოდგენა ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენ შენ გვიყვარხარ, და გვინდა, ბედნიერს გხედავდეთ.

ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ასრულებს


კევინ ანდერსონი: ჩემი ფიქრები ენდისკენაა მიმართული. ვიმედოვნებ, ყველა ერთად ვნახავთ, როგორ აგრძელებ ბრძოლას. მალე გამოჯანმრთელდი. ჩოგბურთი შენთან ერთად უკეთესია.

ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ასრულებს


კარენ ხაჩანოვი: ამ ინფორმაციის მოსმენა ძალიან საწყენია. ნამდვილი ჩემპიონი და სამაგალითო ადამიანი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება