საქართველო 2004-მა ევროპის ლიგის მეორე წრე მოგებ-წაგებით დაიწყო

18 იანვარი, 2019 0 76
საქართველო 2004-მა ევროპის ლიგის მეორე წრე მოგებ-წაგებით დაიწყო


მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი საქართველო 2004 ევროპის ლიგის მეორე წრეში ჩაება. აღნიშნული გუნდი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში იღებს, რომლის მიზანიც იმედისმომცემი მოზარდების ხელშეწყობა და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანის მიცემაა.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე,18 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყო. საქართველო 2004-მა 2 მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში ქართველები ლატვიურ DSN-ს დაუპირისპირდნენ და 42:69 დამარცხდნენ. ამ მატჩში ქართველთაგან 13 ქულით ნიკოლოზ გულიაშვილი გამოირჩა.

მეორე მატჩი საქართველო 2004-მა ლატვიურსავე კრაუკლა-ვეფ-თან გამართა. ტურაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა საკმაოდ დამაჯერებლად – 72:40 იმარჯვეს. შეხვედრაში 18 ქულით კოკა კაკულია გამოირჩა. 12 ქულა დააგროვა გულიაშვილმა, გიორგი მესხის ანგარიშზე კი 8 ქულა და ამდენივე მოხსნა იყო.

საქართველო 2004 შემდეგ მატჩებს 19 იანვარს გამართავს: თბილისის დროით 11:00 საათზე ლატვიურ ვალმიერას დაუპირისპირდება, ხოლო 17:40-ზე რიგას შეხვდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება