პრემიერლიგა: გოლების წვიმა ენფილდზე, სოლსკაერის 7-დან 7 (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 0 212
პრემიერლიგა: გოლების წვიმა ენფილდზე, სოლსკაერის 7-დან 7 (ვიდეო)


დღეს ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ვულვზი 4:3 ლესტერი
გოლები: ჯოტა 1:0 (8), ბენეტი 2:0 (12), გრეი 2:1 (47), კოდი(ა/გ) 2:2 (51), ჯოტა 3:2 (64), მორგანი 3:3 (87), ჯოტა 4:3 (90+3)
ტური დრამატული მატჩით გაიხსნა ვულვერჰემპტონმა საკუთარ მოედანზე ლესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა, ანგარიში მე-4 წუთზე დიეგო ჯოტამ გახსნა, 8 წუთში რაიან ბენეტმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი ვულვზმა 2-0 მოიგო. მეორე ნახევარში ლესტერ სიტი გამოფხიზლდა რაც შედეგზეც აისახა 47-ე წუთზე, გრეიმ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 4 წუთში კი კონორ კოდმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში 2-2 გახდა, 64-ე წუთზე დიეგო ჯოტამ დუბლი შეასრულა და მასპინძლები კვლავ დააწინაურა, 87-ე წუთზე ვეს მორგანმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში თუმცა სტუმართა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, 93-ე წუთზე ჯოტამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:



ლივერპული 4:3 კრისტალ პალასი
გოლები: თაუსენდი 0:1 (34), სალაჰი 1:1 (47), ფირმინო 2:1 (53), ტომკინსი 2:2 (65), სალაჰი 3:2 (75), მანე 4:2 (90+3), მეიერი 4:3 (90+5)
გაძევება:89-ე წუთი - მილნერი(ლივერპული)
4:3 დაამარცხა მეტოქე ლივერპულმა, რომელიც ენფილდზე კრისტალ პალასს მასპინძლობდა, ანგარიში 34-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თავი ანდროს თაუსენდმა გამოიჩინა, 47-ე წუთზე სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, 6 წუთში კი ფირმინომ ლივერპული დააწინაურა, 65-ე წუთზე ჯეიმს ტომკინსმა ანგარიში 2-2 გახადა, 10 წუთში სალაჰმა დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დააწინაურა მასპინძლები, ბოლო წუთები საკმაოდ დრამატული გამოვიდა 89-ე წუთზე მოედნიდან ჯეიმს მილნერი გააძევეს, ზუსტად 4 წუთში სადიო მანემ კიდევ ერთი გოლი გაუტანა კრისტალ პალასს და მატჩის ბედი გადაწყვიტა, საბოლოო ანგარიში 95-ე წუთზე მაქს მეიერმა დააფიქსირა, ლივერპულმა მორიგი 3 ქულა მოიპოვადა პირველობა გაიმყარა.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:




მანჩესტერი 2:1 ბრაიტონი
გოლები: პოგბა 1:0 (27), რეშფორდი 2:0 (42. პენალტი), გროსი 2:1 (72)
100%-იანი შედეგით განაგრძობს სვლას ოლე გუნარ სოლსკაერი, წითელმა ეშმაკებმა საკუთარ მოედანზე ბრაიტონს უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხეს, მანჩესტერელთაგან გოლები პოლ პოგბამ და მარკუს რეშფორდმა გაიტანეს, ბრაიტონიდან კი ერთადერთი გოლი პასკალ გროსმა გაიტანა

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:



სხვა მატჩები:

ბორნმუთი 2:0 ვესტ ჰემი
გოლები: ვილსონი 1:0 (53), კინგი 2:0 (90+1)

ნიუკასლი 3:0 კარდიფი
გოლები: შჩარფი 1:0 (24), 2:0 (63), პერესი 3:0 (90+3)

საუთჰემპტონი 2:1 ევერტონი
გოლები: ვარდ-პროუსი 1:0 (51), დინიე(ავტოგოლი) 2:0 (64), სიგურდსონი 2:1 (90+1)

უოტფორდი 0:0 ბარნლიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება