banner_adsense

5,837,200 მილიონი ლარი ქართულ კლუბებს! როგორ გადანაწილდა თანხა კლუბებზე?

10 დეკემბერი, 2018 0 957

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა, თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა 2018 წლის სეზონში კლუბებზე გაცემული საპრიზო და საპრემიო თანხები.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის გამარჯვებულ გუნდს, საბურთალოს 825,500 ლარი ერგო. აქედან 525,000 ლარი ჩემპიონატიდან, ხოლო 300,000 ლარი საპრემიო თანხა.

მეორე ადგილოსან თბილისის დინამოს ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით 459,000 ლარი და საპრიზო ადგილისათვის 200,000 ლარი, დამატებით დავით ყიფიანის თასსზე მონაწილეობისათვის 30,000 ლარი ჯამში კი 689,000 ლარი ერგო.

მესამე ადგილოსანს,  ამვდროულად სუპერთასის და თასის მფლობელ ქუთაისის ტორპედოს 708,500 ლარი ერგო. აქედან 485,500 ლარი ჩემპიონატიდან, 100,000 საპრიზო, 100,000 თასის აღმართვისათვის, ხოლო 50,000 ლარი სუპერთასზე გამარჯვებისათვის გადაეცა.

ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულმა ბათუმის დინამომ 253,100 ლარი მიიღო. მეორე ადგილოსან ვიტ-ჯორჯიას 236,300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გაგრას 233,000 ლარი გადაეცა .

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის სეზონში ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის კლუბებს საერთო ჯამში 5,837,200 ლარი გადასცა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება