footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს

05 თებერვალი, 2019 0 1 569
footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს

2018 წელს დაიწყო ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული პირობების თანახმად შპს "ანაგი" სტადიონს 2020 წელს გახსნის. ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის footballski.fr-ს ჟურნალისტი ანტონი გაუტიე სწორედ ახალ სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიის მცირე ნაწილს.
footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს


"ბათუმი, მისი პლაჟები, მისი კაზინოები  და მისი საფეხბურთო კლუბი გასაოცარია. 2020 წელს ბათუმს ახალი 20,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. ეს საქართველოსთვის სიმამაცეა და განსაკუთრებული პროექტი ქვეყნისთვის. საქართველოს, ასევე  გააჩნია 50 000-ზე მეტი ადგილიანი ეროვნული სტადიონი, თბილისის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (25,000 ადგილი). მესამე უმსხვილესი სტადიონია ქუთაისი ტორპედოს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" 12 000 ადგილით. ამ ახალი სტადიონის პროექტი ისეთივე შესანიშნავია როგორიც საქართველოა. ამ სტადიონის მშენებლობა საქართველოსთვის ნამდვილად გამოწვევაა.

ამ სტადიონზე ბათუმის დინამოს გარდა, ჩვენ ასევე ველით  საერთაშორისო მატჩებს, რადგან სტადიონი აკმაყოფილებს უეფას საერთაშორისო შეჯიბრებების უმაღლეს კრიტერიუმებს, თასის ფინალებს, ასევე კონცერტებს და ყველა სახის მოვლენებს, რაც ამ სტადიონს საქართველოში უნიკალურს გახდის.

ზღვის მახლობლად მდებარე სტადიონს, ქმნის თურქული არქიტექტორული ფირმა. სტადიონის გარე ნაწილი განათდება საღამოს საქართველოს და აჭარის დროში, ასევე დინამო ბათუმის ფერებით, ისე როგორც მაგალითად "ალიანს არენაა" მიუნხენში. დინამო ბათუმი დღეს თავის სავარჯიშო სტადიონზე თამაშობს რომელიც ყოველ მატჩზე სავსეა მაყურებლით, ამით ბათუმელები ამაყობენ."
footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს


footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს

ფრანგი ჟურნალისტი თავის ვრცელ სტატიაში ქართული ფეხბურთის, ქართული კლუბების ისტორიის შესახებ წერს. დინამო თბილისზე, ბოლნისის სიონზე და ზესტაფონზე, ასევე დინამო ბათუმის ისტორიაზე.
footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს

დინამო ბათუმი- 1935

footballski.fr-ს ჟურნალისტი მშენებარე სტადიონზე და დინამო ბათუმზე ვრცელ სტატიას ავრცელებს


ჟურნალისტი დიანმო ბათუმის ახლანდელ მდგომარეობაზეც საუბრობს: "ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში ახლახანს აღზევდა. კლუბმა ნელ ნელა გაძლიერება დაიწყო და გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა, როგორც სამწვრთნელო შტაბში ასევე კლუბის მენეჯმენტში. გასულ სეზონში დინამოს მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი, გია გეგუჩაძე გახდა, რომელიც აქამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. კლუბში მოვიდნენ ძლიერი ფეხბურთელები: გიული მანჯგალაძე, რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი, ასევე კლუბმა შეინარჩუნა გასული სეზონის გამორჩეული ფეხბურთელი, ჯოვინო ფლამარიონი. ეროვნული ლიგა პროგრესირებს და დინამოს მთავარი მიზანია გახდეს ქვეყნის ჩემპიონი".

როგორც ჩანს ეროვნული ლიგა და ქართული კლუბები ძალიან ცნობადი გახდა უცხოეთში. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ჟურნალისტი ქუთაისის ტორპედოს ჩემპიონობაზე და როინ კვასხვაძის მიერ მოგერიებულ პენალტზე, წიგნის დაწერას გეგმავს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება