banner_adsense

მარტვილის მერანმა მორიგი ამხანაგური მატჩი მოიგო (ვიდეო)

07 თებერვალი, 2019 1 113
მარტვილის მერანმა მორიგი ამხანაგური მატჩი მოიგო (ვიდეო)


ახალი სეზონის დაწყებამდე მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა მარტვილის მერანმა. ჭყონდიდურმა კლუბმა საფეხბურთო კლუბ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მერანელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქეზე ზეწოლამ მალე გამოიღო შედეგი. მატჩის მე-10 წუთზე ფლანგიდან ბანძელაძის ზუსტი გადაცემით, კოლხეთის საჯარიმოში გაგა ჩხეტიანმა ისარგებლა, რომელმაც მეტოქე გუნდის მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავური დარტყმით დააწინაურა მარტვილის მერანი და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

მარტვილის მერანმა წინა 2 ამხანაგურ მატჩში ჯერ 24 იანვარს ბათუმის დინამოსთან დამარცხდნენ 0:1, შემდეგ კი 2 თებერვალს იმერული სამტრედია დაამარცხეს 1:0. ლიგა 3 დაწყებამდე მერანი კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 15 თებერვალს, გია გიგატაძის გუნდი საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს უმასპინძლებს, 20 თებერვალს კი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება.

მერანი (მარტვილი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0
გოლი: გაგა ჩხეტიანი

მერანი (მარტვილი): ნონოსი, შალამბერიძე, ბიბილაშვილი, ბანძელაძე, გეგია, საღარეიშვილი, ჯეფინიო, როხვაძე, წულაია, საღრიშვილი, ჩხეტიანი,

კოლხეთი (ფოთი): ჩოჩიშვილი,ლემონჯავა,ნოდია,კირკიტაძე,კოკაია,ჭეჭელაშვილი,გაბელაია,ციკოლია,გოროზია,ხორხელი,ლ.მახარაძე

გაგა ჩხეტიანის გოლი ფოთის კოლხეთის კარში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები

ogafa

7 თებერვალი 2019, 21:38
Нравится 0
 მშვნირია
კოდის განახლება