ბითაძის კარგი თამაში და დასანანი მარცხი ევროლიგაზე (ვიდეო)

08 თებერვალი, 2019 0 140
ბითაძის კარგი თამაში და დასანანი მარცხი ევროლიგაზე (ვიდეო)


საკალათბურთო ევროლიგაზე 22-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის ბუდოჩნოსტი საკუთარ არენაზე რუსულ ხიმკის დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე დასანანი მარცხი განიცადა (90-98).

19 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:55 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 17 ქულა, შვიდი მოხსნა მოხსნა, ერთი გადაცემა და ორი დაფარება დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნორის კოულთან ერთად გუნდში საუკეთესო იყო – 25.

ბუდუჩნოსტს 22 თამაშიდან ექვსი მოგება და 16 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. საპლეიოფო ზონას ის უკვე ოთხი მოგებით ჩამორჩება.

22 თებერვალს ბუდუჩნოსტი ჟალგირისს ესტუმრება, რომელსაც რვა გამარჯვება აქვს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: თორნიკე სამხარაძე

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება