ვიტ ჯორჯიამ თურქული შეკრება წაგებით დაიწყო (ვიდეო)

08 თებერვალი, 2019 0 116
ვიტ ჯორჯიამ თურქული შეკრება წაგებით დაიწყო (ვიდეო)


თბილისის ვიტ ჯორჯიამ, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა სიდეში, სასტუმრო Starlight-ის საფეხბურთო მოედანზე პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონის, რაკოვის წინააღმდეგ ითამაშეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

პირველი ნახევარი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე, 49-ე წუთზე რაკოვი დაწინაურდა, გოლი სადაო ეპიზოდის შემდეგ მატეუშ ზახარამ გაიტანა - 0:1. შეხვედრის 68-ე წუთზე ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ბურთი ჩვენს კართან ახლოს დაკიდა, მაღალ ბურთზე თავით ითამაშა ტომაშ პეტრაშეკმა და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა - 0:2. ვეტერინარებმა შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. საჯარიმო დარტყმით გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა - 1:2. გატანილი გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ასევე მეკარემ გადაარჩინა პოლონელთა კარი ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ. თამაშის სცენარი ბოლო წუთებში ისე განვითარდა, რომ პოლონელთა კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა, თუმცა... მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას მცირედი კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.


ვიტ ჯორჯია 1:2 რაკოვი
გოლები: 0:1 ზახარა (49'), 0:2 პეტრაშეკი (68'), 1:2 კიკნაველიძე (77')

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 65'), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 59'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 46'), ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 65'), ღუდუშაური (მუსელიანი 65'), ღირდალაძე (კურდღელაშვილი 65'), ვასაძე (ზარიძე 65'), ჩიტიშვილი, საჯაია (გაფრინდაშვილი 65'), კაკაშვილი (ვაზაგაშვილი 65')


ვიტ ჯორჯია თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მეტოქე ბოსნიური სარაევო იქნება, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა.

იხილეთ გოლები.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება