banner_adsense

ვიტ ჯორჯიას ფრე სარაევოსთან და ხელჩართული ჩხუბი ფეხბურთელებს შორის (ვიდეო)

09 თებერვალი, 2019 0 173
ვიტ ჯორჯიას ფრე სარაევოსთან და ხელჩართული ჩხუბი ფეხბურთელებს შორის (ვიდეო)



თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის ვიტ ჯორჯიამ მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისური გუნდი ამჯერად ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ - 2:2 დასრულდა.

ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო მოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა. მიუხედავად მეტოქის ზღვარს გადასული ქმედებისა, ვიტ ჯორჯიელებმა გამოიჩინეს კეთილი ნება და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს.

ანგარი ვიტჯორჯიამ გახსნა, მეთერთმეტე წუთზე სარაევოს კარში გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ბოსნიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, 47-ე წუთზე გოლი შიშიჩმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი 51-ე წუთზე მიიღეს, გატანილი ბურთი პირად აქტივში შოფრანაჩმა მიითვალა - 1:2. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინეს, პაატა ღუდუშაურმა ფენომენალურად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და პენალტი გოლადაც აქცია - 2:2.

გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.


ვიტ ჯორჯია 2:2 სარაევო
გოლები: 1:0 მუსელიანი (10') 1:1 შიშიჩი (47') 1:2 შოფრანაჩი (51') 2:2 ღუდუშაური (პენ. 75')



ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65'), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65'), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65'), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55'), ზარიძე (მოსიაშვილი 55'), მუსელიანი (მუჯირი 65'), კიკნაველიძე (საჯაია 65'), ქისიევი (ჩიტიშვილი 46'), მაისურაძე (კიკნაველიძე 46'), სეხნიაშვილი


მატჩის მიმოხილვა.



დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის.



მომზადებულია witgeorgia.ge-ს მიხედვით.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება