გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში ერთმანეთს გიორგი ლორიას მაგდებურგი და ჰოლშტეინი დაუპირისპირდნენ, მატჩი კი ფრედ დასრულდა (1-1).
ლორია კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩი სრულად ჩაატარა, მისი გუნდი მე-5 წუთზე სერას გოლის შემდეგ მარცხდებოდა, წონასწორობა კი 42-ე წუთზე ტურპიზმა აღადგინა და მატჩიც ამავე ანგარიშიტ დასრულდა.
მაგდებურგი გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს და 15-ე ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხევდრას ლორიას გუნდი 17 თებერვალს გამართავს, ისინი სტუმრად არმინია ბილეფელდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
სტატიის ავტორი:
თორნიკე სამხარაძე