banner_adsense

ზუგდიდმა ზესტაფონი გაანადგურა

10 თებერვალი, 2019 0 253
ზუგდიდმა ზესტაფონი გაანადგურა


8 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი ზესტაფონს ესტუმრა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.


შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, გიორგი ჭედიამ გოლად აქცია. ცოტა ხანში კი, ნიკოლოზ ხინთიბიძემ ორამდე გაზარდა ანგარიში. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

სხვა საკონტროლო მატჩების მსგავსად, გიორგი თურმანიძემ ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა. მეორე ნახევრიდან კვლავ ზუგდიდელებმა შეუტიეს და ამჯერადაც ზუსტად ითამაშა ნიკოლოზ ხინთიბიძემ, რომელმაც მცველთა შეცდომით ისარგებლა და მესამე გოლი გაიტანა. მეოთხედ მეტოქის კარი, ბექა ზაქრაძემ აიღო და შეხვედრასაც საბოლოო წერტილი დაუსვა. ბოლო წუთებში ზუგდიდელთა ნიგერიელ ლეგიონერს, მარტინს ნვანკოსაც მიეცა რეალური შანსი, მაგრამ ამ ეპიზოდში ფეროელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა.

ზუგდიდელთა რიგებში ერთი სიახლე იყო დღევანდელ შეხვედრაში - ახალბედა დაღესტანელმა, ასკერ ზაკოევმა (1999 წ) სტუმართა რიგებში პირველ ტაიმში ითამაშა. ზაკოევი ბოლოს ბელრუსის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, მინსკის „ენერგეტიკი“-ს შემადგენლობაში, თუმცა იგი მეგრულ კლუბში ისინჯება. მას ხობელებთან გასამართ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. ზუგდიდელთა რიგებში პირველად ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმაც, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში ვიხილეთ.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ზუგდიდელები, 11 თებერვალს გამართავენ და ხობის „კოლხეთს“, ხობში დაუპირისპირდებიან.


ზესტაფონი - ზუგდიდი 0:4

ზუგდიდი: ძაგანია, კილასონია, ფიფია, ხარშილაძე, ბაკურაძე, წურწუმია, ქირია, კიკაბიძე, ჭედია, ზაკოევი, ხინთიბიძე

მეორე ტაიმი: ჯომიდავა, რუხაია, ხარშილაძე, ფიფია მოისწრაფიშვილი, წურწუმია, კლიმიაშვილი, ხუნჯგურუა, ზაქრაძე, ნვანკო, ხინთიბიძეскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება